“სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მალევე გავემგზავრე ლონდონში, სენტ მარტინის კოლეჯში. სწავლის პერიოდში გავდიოდი სტაჟირებას ბრენდ TATA-NAKA-ში. ლონდონიდან ჩამოსვლის შემდგომ თბილისში დაარსდა ქართული მოდის კვირეული, სადაც მივიღე მონაწილეობა ჩემი ახალშექმნილი ბრენდით ATELIER INFORMAL, რომელიც დავაარსე მეგობართან ერთად 2007 წელს. 2012 წელს ატელიე ინფორმალი დაიშალა, მაგრამ მე გავაგრძელე ინფორმალის ხაზი და ვაწარმოებ ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ხაზს. ამავე წელს დავაარსე ბრენდი ელოში ELOSHI. ამჟამად მაქვს ონლაინ მაღაზია www.eloshi.ge და სახელოსნო. ბრენდით “ელოში” იმოსება არაერთი ცნობილი მსახიობი, მოდელი თუ მომღერალი როგორიცაა ჯიჯი ჰადიდი, პრიანკა ჩოპრა, კეიტი პერი…
პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას გამომიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო და კულინარიისთვისაც მოვიცალე. დარიჩინის ხვეულები ჩემი ოჯახის საყვარელი დესერტია, ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა ვარიაციით” - ლელა ელოშვილი, დიზაინერი
2
2
ცალი
კვერცხი
2
2
ჭიქა
ფქვილი
1
1
ჭიქა
რძე
6
6
სუფრის კოვზი
შაქარი
1
1
მწიკვი
მარილი
180
180
გრ.
კარაქი
2,5
2,5
ჩაის კოვზი
საფუარი
100
100
გრ.
ყავისფერი შაქარი
60
60
გრ.
დარიჩინი
150
150
გრ.
კენკრა
100
100
გრ.
კრემ-ყველი
100
100
გრ.
შაქრის პუდრი
1/2
1/2
ჩაის კოვზი
ვანილის ექსტრაქტი
2
2
სუფრის კოვზი
კენკრის წვენი
1
1
სუფრის კოვზი
რძე
თბილ რძეში ჩავასხათ დამდნარი კარაქი (80 გ), დავამატოთ საფუარი და შაქარი, მოვურიოთ და დავდგათ ფერმენტაციისთვის 10 წუთი. შემდგომ დავამატოთ კვერცხი და ფქვილი, მოვურიოთ კარგად, რომ შეიქმნას ერთიანი, რბილი მასა. Საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ ½ ჭიქა ფქვილს.
ცომი მოვათავსოთ ზეთწასმულ ჯამში, დავაფაროთ ნაჭერი და 1 საათის განმავლობაში ვაცადოთ ამოსვლა.
ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მართკუთხა ფორმა და წავუსვათ ოთახის ტემპერატურის კარაქი (100 გ), შევურიოთ ერთმანთს დარიჩინი და შაქარი, მოვაყაროთ კენკრასან ერთად, გადავახვიოთ რულეტად და დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად.
გავანაწილოთ საცხობ ყალიბში და დავტოვოთ ასაფუებლად კიდევ 10-15 წუთით.
გამოვაცხოთ 30-40 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
ჯერ კიდევ თბილ ფუნთუშებს მოვასხათ კრემ-ყველის კრემი - კრემ-ყველი, ვანილი, შაქრის პუდრი, კენკრის წვენი და რძე ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი