მე ვარ ნიკი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, მძიმე მუსიკის, ფანტასტიკის ჟანრის და გემრიელად ჭამის მოყვარული ^_^ სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა ჩემი კულინარიისადმი ინტერესი. პროფესიონალი კულინარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვარ გემოებზე მონადირე - როცა რაღაც გემრიელს დავაგემოვნებ, იქნება ეს დესერტი, თუ ძირითადი კერძი, რამდენიმე ექსპერიმენტის და მომზადების მცდელობის შემდეგ აუცილებლად ვსვამ ჩემს საყვარელ გემოებს.
სამი რძის დესერტი (ესპანურად Tres Leches, ან Torta De Tres Leches) მზადდება სამი სახის რძისგან: შესქელებული რძე, მოხარშული შესქელებული რძე და კონცენტრირებული რძე შაქრის გარეშე. ამ დესერტის სამშობლოდ ლათინური ამერიკა ითვლება, თუმცა არსებობს რამდენიმე ევროპული დესერტი, რომელიც იგივე პრინციპით მზადდება (მაგ. იტალიური ტირამისუ). ეს დესერტი პირველად მივლინებაში გავსინჯე, უგონოდ შემიყვარდა და დავიწყე გუგლში მოძიება, საბოლოოდ კი მოვახდინე რამდენიმე რეცეპტის მოდიფიკაცია და მივიღე საყვარელი გემო, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეწონებათ.
80
80
გრ.
ფქვილი
4
4
ცალი
კვერცხი
90
90
გრ.
შაქარი
250
250
მლ.
შესქელებული რძე
250
250
მლ.
მოხარშული შესქელებული რძე
100
100
მლ.
კონცენტრირებული რძე ან ნაკლებცხიმიანი ნაღები (არაუმეტეს 10%)
150
150
მლ.
მაღალპროცენტიანი ნაღები (26%+)
100
100
გრ.
შაქრის პუდრი
250
250
გრ.
მასკარპონე
დესერტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი ტორტის ბისკვიტის რეცეპტი ან მიჰყვეთ ინსტრუქციას.
ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ 80გრ ფქვილი, 90 გ შაქარი, 4 ცალი კვერცხი, ნახევარი ჩ/კ ვანილი და მწიკვი მარილი. ამ რაოდენობებით გამოდის დაახლოებით 10-12 პორცია დესერტი, გააჩნია რა ზომის ჭურჭელს გამოიყენებთ.
თავდაპირველად განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ცალკე ათქვიფეთ გული ნახევარ პორცია შაქართან (45გ) სანამ არ მიიღებთ ფუმფულა, სქელ და ღია ფერის კონსისტენციას და ცალკე ცილა მწიკვ მარილთან და შემდეგ შეურიეთ დარჩენილი შაქარი. შემდეგ შეურიეთ ორი მასა ერთმანეთს, დააცერით ფქვილი და ფრთხილად გადაურიეთ, სანამ არ მიიღებთ ჰაეროვან, მსუბუქ ცომს.
ცომი შეგიძლიათ გამოაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით 200 გრადუსზე. რაც შეეხება ფორმას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფორმა, ან უბრალოდ დაასხათ პერგამენტ-დაფენილ ლანგარზე.
გამომცხვარი ბისკვიტი შეაგრილეთ, შემდეგ კი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
დასანამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შესქელებული რძე, მოხარშული შესქელებული რძე და კონცენტრირებული, უშაქრო რძე. თუ ამ უკანასკნელს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნაკლებცხიმიანი ნაღებით (არაუმეტეს 10%). რჩევა: ეცადეთ რომ შეიძინოთ მაღალი ხარისხის შესქელებული რძე, რადგან მისი ხარისხი და გემო მნიშვნელოვნად განაპირობებს თავად დესერტის გემოს.
გადაურიეთ ერთმანეთში ორივე შესქელებული რძე, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი, შემდეგ კი დაამატეთ კონცენტრირებული რძე ან ნაღები და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
დესერტის კრემისთვის ათქვიფეთ მაღალპროცენტიანი ნაღები მწიკვ მარილთან ერთად. როდესაც მასა შესქელდება და გაიზრდება მოცულობაში, შეათქვიფეთ მასკარპონე და შაქრის პუდრი.
დესერტის აწყობა:
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პატარა შუშის ჭიქები/ჯამები ან ქილები, ასევე შუშის დიდი ზომის ღრმა ლანგარი. პირველ რიგში მოასხით ძირზე დასანამი, შემდეგ ჩააწყვეტ დაჭრილი ბისკვიტი და თავზე ისევ მოასხით დასანამი, ისე რომ კარგად ჩაიძიროს მასში. ჭურჭლის ზომიდან გამომდინარე შეგიძლიათ გააკეთთ ასეთი 2 ან 3 ფენა, შემდეგ კი დაასრულეთ თეთრი ნაღების კრემით და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი