Search
ან
შოკოლადის ჩიზქეიქი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი

“უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ შევიტყვე  კოლეჯის არსებობის შესახებ, სადაც შემეძლო შემესწავლა საკონდიტრო ხელოვნება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით. კოლეჯში პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს საქმე იყო ის, რისი კეთებაც დიდ სიხარულს მომანიჭებდა. 7 წელია ამ სფეროში ვარ და დღემდე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს დესერტების მომზადება, ახლის შექმნა. ორწლიანი სწავლის შემდეგ პრაქტიკა გავიარე ფუნიკულიორის რესტორანში. ვმუშაობდი სხვადასხვა საკონდიტროებში და კაფეები. ოთხი წელია პოლის გუნდის წევრი ვარ” - ნათია კევლიშვილი.
 

ინგრედიენტები
200 200 გრ. ორცხობილა
10 10 გრ. კაკაო
80 80 გრ. კარაქი
900 900 გრ. კრემ-ყველი
240 240 გრ. კვერცხი
160 160 გრ. შაქრის პუდრი
100 100 გრ. რძიანი შოკოლადი
100 100 გრ. შავი შოკოლადი
საფეხური 1
ძირის მოსამზადებლად დავფშვნათ ორხობილა, კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. შევურიოთ ერთმანეთს ორცხობილა, კარაქი, 30 გრ შაქრის პუდრი და კაკაო. მიღებული მასა დავაკრათ 26 სმ. დიამეტრის ყალიბში.
საფეხური 2
ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი და 130 გრ შაქრის პუდრი გადავურიოთ, ნელ-ნელა დავამატოთ კვერცხი. ორივე სახეობის შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და შევაგრილოთ. დელიკატურად შევურიოთ კრემ-ყველის მასას, ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ 140 გრადუსზე 35 წუთი ვენტილაციით და 25 წუთი ვენტილაციის გარეშე.
საფეხური 3
გამოცხობის შემდეგ ვტოვებთ გამორთულ ღუმელში 1 საათით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!