Search
ან
პრასის გალეტი
30-60 წუთი
საშუალო
ინგრედიენტები
200 200 გრ. ფქვილი
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
1 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
125 125 გრ. კარაქი
1 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
150 150 გრ. პრასი
10 10 გრ. ახალი ნიორი
70 70 გრ. მწვანე ხახვი
1 1 მწიკვი მარილი
3 3 გრ. პილპილი
100 100 გრ. პარმეზანი
საფეხური 1
პირველ რიგში მოვამზადოთ ფხვიერი ცომი, მისი შენახვა მაცივარში 3 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. ფქვილი, ზღვის მარილი და შაქარი აურიეთ ჯამში. 100 გრ ცივი კარაქი დაჭერით კუბებად, შეურიეთ ფქვილს, სწრაფად იმუშავეთ, კარაქმა არ უნდა მოასწროს გათბობა. დატოვეთ კარაქის მსხვილი ნაჭრები, ასე ცომი უფრო ხრაშუნა გამოვა.
საფეხური 2
ჯამში ჩაასხით ⅓ ჭიქა ცივი წყალი და ძალიან სწრაფად შეკარით ცომი, არ მოზილოთ, არაერთგვაროვანი მასა უბრალოდ უნდა შეიკრას. გააკეთეთ გუნდა, გააბრტყელეთ და გადაკეცეთ ცომი სამ ნაწილად, ისევ გააბრტყელეთ და ეს მოქმედება გაიმეორეთ 3-ჯერ - ამ მეთოდით მივიღებთ ცომში ფენებს. ცომი შეფუთეთ გრინში და შეინახეთ მაცივარში გამოყენებამდე.
საფეხური 3
პრასი გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით რგოლებად ნიორთან ერთად. ნივრის მსხვილი რგოლები შეინახეთ დეკორისთვის. 15 გრ კარაქი გაადნეთ ტაფაზე, შეაწითლეთ პრასი და ნიორი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და პილპილი. გადაიტანეთ ჯამში. იმავე ტაფაზე გაადნეთ 10 გრ კარაქი და რამდენიმე წამით ამოურიეთ სიგრძეზე დაჭრილი მწვანე ხახვი. გადაიტანეთ სუფთა ჯამში. წვრილ სახეხზე გახეხეთ პარმეზანი.
საფეხური 4
გალეტის აწყობა - გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ, სიმაღლე დაახლოებით ½ სანტიმეტრი. მიეცით მრგვალი ან მართკუთხა ფორმა. ცომი ფრთხილად გადაიტანეთ ფირფიტაზე. წაუსვით მდოგვი და გადაანაწილეთ კოვზით, კიდეებზე 2 სანტიმეტრი დატოვეთ ცარიელი.
საფეხური 5
მდოგვს მოაყარეთ შემწვარი პრასი, შემდეგ გახეხილი პარმეზანი, გადაუკეცეთ გვერდები, შეგიძლიათ გადაკეცილ კიდეებსაც მოაყაროთ ცოტა ყველი. სულ ბოლოს გადაანაწილეთ მწვანე ხახვი და ნივრის რგოლები, მოასხით ტაფაზე დარჩენილი კარაქი. დაასრულეთ შავი პილპილით. აცხვეთ 30 წუთი ან სანამ გალეტი ოქროსფერი არ გახდება.

სერვირება

მიირთვით გემრიელად!

თეგები