Search
ან
ფილე მინიონი ქართული ყველის სოუსით
საშუალო
მძიმე

შეფი ფრანჩესკო მანალო ნიუ-იორკიდანაა. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება მიშლენის 3 ვარსკვლავიან რესტორნებს, მათ შორისაა Per Se, French Laundry და Le Bernardin. ის ასევე მუშაობდა პირად შეფად ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო და ჯონი დეპი.
ფრანჩესკო თავისუფალ დროს საქართველოს მთების დალაშქვრაში ატარებს.

ინგრედიენტები
150 150 გრ. ფილე მინიონი
5 5 გრ. ნიორი
1 1 გრ. წითელი წიწაკის ფანტელი
40 40 მლ. გაზიანი წყალი
10 10 მლ. სოიოს სოუსი
10 10 მლ. ლიმონის წვენი
10 10 მლ. ზეითუნის ზეთი
1 1 კგ. კარტოფილი
50 50 მლ. დამდნარი კარაქი
2 2 გრ. მარილი
400 400 გრ. ბროკოლი
500 500 გრ. წყალი
30 30 მლ. კარაქი
240 240 გრ. ქართული მაგარი ყველი
160 160 მლ. ნაღები
საფეხური 1
მოამზადეთ მარინადი სტეიკისთვის: წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკის ფანტელი, გაზიანი წყალი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. ხორცი მოათავსეთ მარინადში 1-2 საათით.
საფეხური 2
ას ფენიანი კარტოფილის მოსამზადებლად კარტოფილი დაჭერით თხელ, 1 მმ სისქის ნაჭრებად. მართკუთხა ყალიბში მოათავსეთ კარტოფილის ფენები, თითოეულ ფენას გადაუსვით დამდნარი კარაქი და მოაყარეთ მარილი. აცხვეთ 1,5 საათი 180 გრადუსზე.
საფეხური 3
ყველის სოუსის მოსამზადებლად აადუღეთ ნაღები. დაჭერით ყველი საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში, დაასხით ადუღებული ნაღები, ჯამს გადააკარით გრინი და დააყოვნეთ 15 წუთით. შემდეგ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოხარშეთ ბროკოლი დარბილებამდე. გადაწურეთ, მოათვსეთ ბლენდერში კარაქთან ერთად და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საფეხური 4
სტეიკს მოაყარეთ მარილი, შეწვით გახურებულ ტაფაზე 2 ს.კ ზეთში, თითოეულ მხარეს 3-3 წუთი. შეწვის შემდეგ სერვირებამდე დააყოვნეთ 5 წუთით.

სერვირება

სერვირებისთვის სტეიკი დაჭერით მედალიონებად, გამომცხვარი კარტოფილი დაჭერით კუბებად და შეწვით კარაქში. თეფშზე მოათავსეთ თითო სუფრის კოვზი ყველის სოუსი და ბროკოლის პიურე, გადაიტანეთ სტეიკის მედალიონი და კარტოფილის კუბი, მორთეთ ნასტურტიუმის ყვავილებით.