Search
ან
ხის სოკო არაჟნით და ტარხუნის პესტოთი

„ცოტა ხნის წინ გავიარე კულინარიის აკადემიაში მზარეულის კურსი და პარალელურად დავიწყე მყუდრო რესტორან “ზალაში” პრაქტიკა. მინდა რაც შეიძლება დიდი გამოცდილება დავაგროვო სამზარეულოს ინდუსტრიაში, კრეატიულობა განვავითარო და შემდეგ კონკრეტულ მიმართულებას მივყვე.“

ინგრედიენტები
50 50 გრ. ქინძი
25 25 გრ. ოხრახუში
100 100 გრ. ტარხუნა
20 20 გრ. ნიგოზი
40 40 გრ. პარმეზანი
100 100 მლ. 15% არაჟანი
10 10 გრ. პიტნა
300 300 გრ. ხის სოკო
50 50 მლ. ზეთი
30 30 გრ. კარაქი
15 15 მლ. ბურახი
1 1 კბილი ნიორი
საფეხური 1
სოკო შევწვათ ზეთიან ტაფაზე 8 წუთის განმავლობაში. დასაწყისში დავამატოთ ბურახი, ხოლო ბოლოს კარაქიც. პესტოს მოსამზადებლად, ოხრახუში, ქინძი და ტარხუნა დავაბლენდეროთ ნიგოზთან, ნიორთან და 20 გრ. პარმეზანთან ერთად.
საფეხური 2
არაჟანი შევათბოთ მცირე ზომის ქვაბში და დავამატოთ დაკეპილი პიტნა, დანარჩენ პარმეზანთან ერთად.
საფეხური 3
მოვათავსოთ შემწვარი სოკო თეფშზე და მოვასხათ არაჟნის სოუსი

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

ექსპერტის რჩევები