ვარ 25 წლის შეფ-მზარეული, სასტუმრო "დაკარგული ქოხის" და რესტორან "ოქროს თევზის" ბრენდ-შეფი, ღრმა ბავშვობიდან მიტაცებს კულინარია და ვთვლი რომ მანაც მე ამირჩია. გამოცდილება მივიღე ბევრ წარმატებულ შეფ მზარეულთან, როგორც გერმანიაში, ისე ავსტრიაში. ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გავუზიარო აქ მყოფ მზარეულებსაც. ვთვლი რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გასტრონომიულ სივრცეში, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეგვიძლია იმ შედეგს მივაღწიოთ, რითაც საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი და სხვა განვითარებული ქვეყნებია განთქმული. მიზნად დასახული მაქვს სიახლეები შემოვიტანო ქართულ გასტრონომიულ კულტურაში და ასევე გავაცოცხლო ძველი ბებია-ბაბუების კერძები ჩემი ახლებლური ხედვებით. მსურს, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება თავად განსაზღვროს კერძის ხასიათი და ემოციური დონე, აირჩიოს რა უფრო მეტად სასიამოვნოა მათთვის და რა უფრო პატივსაცემი. ჩემი კერძის ვიზუალი და გემოები ძირითადად ინსპირირებულია მრავალფეროვანი თემათიკებით, ძირითადად ეს არის - ტრადიცია და ახალი გემოები, მათი არასტანდარტული და ხანდახან წაურმოუდგენელი თავსებადობებიც კი.