Search
ან
ზუთხი პომიდვრის სოუსით და ბოსტნეულით
ინგრედიენტები
200 200 გრ. ზუთხი
2 2 კბილი ნიორი
100 100 გრ. ზეითუნის ზეთი
1 1 ლიმონი
20 20 გრ. კამა
20 20 გრ. ქინძი
50 50 გრ. კარაქი
2 2 სტაფილო
1 1 ყაბაყი
150 150 გრ. კანგაცლილი პომიდორი
50 50 გრ. ბრუსელის კომბოსტო
საფეხური 1
ღრმა ტაფაში მოათავსეთ კამა, ქინძი და ისპანახი, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ზემოდან დაადეთ თევზის ნაჭრები. თევზს მოასხით ლიმონი, მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, გვერდზე დაულაგეთ გაუჭრელი ნიორი და ხახვის ნახევრები. კარაქის და ღვინის დამატების შემდეგ, თევზი მოთუშეთ ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
მოხარშული სტაფილო გაჭერით შუაზე და ყაბაყის თხელ ნაჭრებთან ერთად მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე, მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა და მარილი. სასურველია გამოიყენოთ თუჯის ტაფა ან გრილი.
საფეხური 3
გაცხელებულ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, დაამატეთ კარაქი და შაქარი, შემდეგ წამოადუღეთ და დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. სულ ბოლოს ტაფაში ჩაყარეთ დაჭრილი, კანგაცლილ პომიდორი. 3-4 წუთი და სოუსი მზად არის.
საფეხური 4
გადმოიღეთ სოუსი თეფშზე, გარშემო შემოუწყეთ შემწვარი ბოსტნეული და ორთქლზე მომზადებული თევზი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.