საქონლის ხორცი დავჭრათ პატარა "კუბიკებად", ჩავყაროთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს და დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე, დავახუროთ სახურავი ქვაბს და ვადუღოთ, სანამ წყალი არ დაშრება.
საფეხური 2
დავუმატოთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვშუშოთ ხორცი და ხახვი ერთად, დავამატოთ ნარშალაბი, შემდეგ კოწახური, დაღერღილი წიწაკა, მარილი და 5 წუთით ადრე გარჩეული წაბლი.