თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, მარილი კი ფქვილს დავამატოთ. საფუარი აქაფებას რომ დაიწყებს, შევურიოთ ფქვილს და მოვზილოთ ისე, რომ კოშტები არ დარჩეს, შემდეგ დავაგუნდავოთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში და დავაცადოთ აფუებას. 1.5-2 საათის შემდეგ აფუაბული ცომი ამოვიღოთ, გავყოთ 4 და მივცეთ ოვალური ფორმა.