კუსკუსი მოვათავსოთ ღრმა ჯამში, დავასხათ ორჯერ მეტი მდუარე წყალი და დავაფაროთ თავსახური.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ პატარა ზომის კუბებად და დავამატოთ გამზადებულ კუსკუსს ქინძთან ერთად.
ვამზადებთ ძაძიკს:
გათლილი კიტრი გავხეხოთ და გავწუროთ, დავამატოთ არაჟანი, გახეხილი ნიორი, 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, ორეგანო და წვრილად დაჭრილი კამა. ავურიოთ და ძაძიკი მზად არის.
კუსკუსს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დაფშვნილი ფეტა.