Search
ან
მარწყვის პანა კოტა
60+ წუთი
ადვილი
ინგრედიენტები
5 5 გრ. ვანილი
150 150 გრ. ნაღები 33%
50 50 გრ. რძე
100 100 გრ. მარწყვი
40 40 გრ. შაქარი
15 15 გრ. ჟელატინი
საფეხური 1
გახსენით ჟელატინი 1 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში და დააყოვნეთ 30 წუთის განმავლობაში. მარყწვი გაწურეთ და აიღეთ მხოლოდ წვენი, თუ საჭიროა გადაწურეთ მარლაში (წვენი უნდა გამოვიდეს დაახლოვებით 25 გრ.)
საფეხური 2
ცალკე ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე დაადგით ნაღები, რძე, ვანილი, მარწყვის წვენი და დაამატეთ შაქარი. მოურიეთ იქამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. მიიყვანეთ ადუღებამდე. ჟელატინი გააცხელეთ და მოურიეთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ შეურთდება წყალს და არ გასქელდება. დაუმატეთ ოდნავ შეციებულ ნაღებს და კიდევ ერთხელ მოურიეთ. ჩამოასხით ფორმებში და შედგით საყინულეში. გაციებას დასჭირდება 30 წუთიდან 2 საათამდე.

სერვირება

მიირთვით ცივ მდგომარეობაში მარწყვთან ერთად.