Search
ან
ქათამი სატაცურით და გოგრის პიურეთი
30-60 წუთი
ინგრედიენტები
250 250 გრ. ქათმის ფილე
100 100 გრ. ფსტა
120 120 მლ. ზეითუნის ზეთი
1 1 ლიმონი
300 300 გრ. გოგრა
300 300 გრ. სატაცური
3 3 კბილი ნიორი
1 1 მწიკვი დიჟონის მდოგვი
1 1 მწიკვი მარილი და პილპილი
საფეხური 1
მოამზადეთ მარინადი: მოათავსეთ ჯამში ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ჩადეთ ქათმის ფილე და შეინახეთ მაცივარში 1-2 საათი. შეწვით ზეთიან ტაფაზე და ცხელივე ამოავლეთ მოხალული ფსტის ფანტელებში.
საფეხური 2
მოხარშეთ გოგრა და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი. შეწვით სატაცური.

სერვირება

მოათავსეთ თეფშზე ქათმის ფილე, გოგრის პიურე და სატაცური. გემრიელად მიირთვით.