Search
ან
ქათმის ბუღლამა
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
201-500 კკალ

ბუღლამას აკეთებენ ცხვის ან საქონლის ხორცისგან, მე შემოგთავაზებთ

ქათამისგან მომზადებულს.

ინგრედიენტები
1 1 ქათამი
200 200 გრ. პომიდორი ჩერი
2 2 ხახვი
4 4 კბილი ნიორი
80 80 მლ. ზეთი
1/2 1/2 კონა ქინძი
1/2 1/2 კონა ოხრახუში
მარილი გემოვნებით
საფეხური 1
გაასუფთავეთ ქათამი, მოაშორეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად, გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. პარალელურად, გაფრცქვნილი, გარეცხილი ხახვი დაჭერით პატარა კუბებად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. შემდეგ დაუმაეთ ჩერი პომიდორი და 2 წუთი გააჩერეთ, გადმოდგით ცეცხლიდან.
საფეხური 2
მწვანილები გარეცხეთ და დაჭერით წვრილად. მოხარშულ ქათამს დაუმატეთ მოშუშული ხახვი, პომიდორები, წვრილ სახეხზე გახეხილი ნიორი, მწვანილები და მარილი გემოვნებით.

სერვირება

მიირთვით თბილი!