Search
ან
რატატუი
30-60 წუთი
ადვილი
0-200 კკალ

ბევრი ბავშვი საკმაოდ ჭირვეული მჭამელია. გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ჯანსაღი კერძი პატარების ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმიდან "რატატუი". 

ინგრედიენტები
70 70 გრ. ხახვი
120 120 გრ. სტაფილო
3 3 კბილი კბილი ნიორი
200 200 გრ. კანგაცლილი პომიდორი
1 1 ცალი ტოტი როზმარინი
100 100 გრ. ყვითელი ყაბაყი
100 100 გრ. მუქი მწვანე ყაბაყი
100 100 გრ. თეთრი ყაბაყი
1 1 ცალი ბადრიჯანი
ზეთი
საფეხური 1
ხახვი მოვშუშოთ ნიორთან და როზმარინის ტოტთან ერთად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო. როდესაც სტაფილო ოდნავ მოიშუშება დავამატოთ ბადრიჯანი და კანგაცლილი პომიდორი. წამოვადუღოთ. ამოვიღოთ როზმარინი და დავაბლენდოროთ ეს მასა. შევაზავოთ მარილით და პილპილით.
საფეხური 2
ჩავასხათ სოუსი საცხობ ჭურჭელში, ზემოდან დავალაგოთ ფერადი, თხლად დაჭრილი ცუკინები. მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ წითელი წიწაკა და მარილი. შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე დაახლოებით 35-40 წუთით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!