Search
ან
ვაშლის ქრამბლი კარამელის ნაყინით
60+ წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
10 10 გრ. დარიჩინი
10 10 გრ. კოჭა
150 150 გრ. ფქვილი
300 300 გრ. შაქარი
200 200 გრ. გაყინული კარაქი (82%)
4 4 ცალი დიდი ზომის მწვანე ვაშლი
საფეხური 1
გაყინული კარაქი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად. ცალკე ჯამში გავაერთიანოთ დარიჩინი, კოჭა, 110 გრ. ფქვილი და 90 გრ. შაქარი.
საფეხური 2
დავამატოთ დაჭრილი კარაქი და კარგად მოვურიოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბაინი ან მიქსერი. გავაბრტყელოთ, გადავაკრათ გრინი და შევინახოთ საყინულესი 30 წუთით.
საფეხური 3
გავთალოთ და დავჭრათ ვაშლი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოვათავსოთ ჯამში და დავუმატოთ 150 გრ. კარაქი და 25 გრ. ფქვილი.
საფეხური 4
ავიღოთ საცხობი ჭურჭელი, სასურველია კერამიკის ჯამები, საშუალო ზომის. ამოვავსოთ ვაშლით და დავადოთ 1 სმ.-ის სისქის ცომი.
საფეხური 5
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსამდე და აცხვეთ 1 საათის განმავლობაში.

სერვირება

მიირთვით კარამელის ნაყინთან ერთად.