Search
ან
ფრანგული კრეპები
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

ბლინები ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი დესერტია, რეცეპტიც თითქმის ყველა ოჯახშია ცნობილი. 

ფრანგული კრეპი დიდად არ განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი ბლინებისგან, უბრალოდ უფრო თხელია. 

ინგრედიენტები
400 400 მლ. რძე
100 100 მლ. წყალი
2 2 კვერცხი
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
1 1 მწიკვი მარილი
400 400 გრ. ახალი კენკრა
400 400 მლ. ნაღები 35%
150 150 გრ. დაფქული შაქარი
1 1 ჩაის კოვზი კარაქი
400 400 გრ.
საფეხური 1
დიდ ჯამში გაცერით ფქვილი, შაქარი და მწიკვი მარილი. ფქვილში გააკეთეთ პატარა ჭა. ცალკე ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, რძე და 100მლ. წყალი. ფრთხილად ჩაასხით ეს სითხე ფქვილის ჭაში, თან ხელის სათქვეფით პარალელურად მოურიეთ, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი. შეგიძლიათ მიქსერიც იხმაროთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი, მოურიეთ და დაასვენეთ ცომი მაცივარში მინიმუმ 10 წუთი.
საფეხური 2
ტაფა კარგად გააცხელეთ. ერთჯერადად წაუსვით ცხიმი. დაასხით თხლად ცომი და გამოაცხვეთ ორივე მხარეს. გამომცხვარი კრეპები დაკეცეთ სამკუთხედებად და დაალაგეთ თეფშზე. შიგთავსისთვის გამოიყენეთ ნაღების კრემი - ათქვიფეთ ნაღები, დაფქული შაქარი და ვანილი. უმჯობესია სერვირებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოამზადოთ.

სერვირება

მორთეთ კრეპები კრემითა და კენკრით.