Search
ან
საბავშვო ორცხობილები
60+ წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
200 200 გრ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
200 200 გრ. შაქარი
1 1 ცალი კვერცხი
460 460 გრ. ფქვილი
აისინგის ინგრედიენტები:
4 4 ცალი კვერცხის ცილა
900 900 გრ. გაცრილი შაქრის პუდრა
ლიმონის წვენი არომატისთვის
საფეხური 1
არომატისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრაც. შაქარი, კარაქი და ხილის არომატი (თქვენი არჩევანი), გადაურიეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ კრემისებრი მასა. დაამატეთ კვერცხი და ფქვილი (ეტაპობრივად). მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით. სანამ ცომთან დაიწყებთ მუშაობას, გაყავით იგი სამ თანაბარ ნაწილად. ჯერ ერთის გაბრტყელებით დაიწყეთ, დანარჩენი კი მაცივარში შეინახეთ. ამოჭერით სასურველი ფორმები. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 6-10 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
შეურიეთ დაფქული შაქრის 1/3 ცილას და დაიწყეთ დაბალ სიჩქარეზე თქვედა. შემდეგ დაამატეთ შაქრის ნახევარი და ისევ განაგრძეთ თქვეფა. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე 5-6 წუთის განმავლობაში. მასა უნდა იყოს გლუვი. აისინგის მომზადებისას მთავარია დაიმახსოვროთ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ყოველთვის დააფარეთ ჭურჭელს, რომელშიც მას ინახავთ გრინი ან სველი ტილო, რადგანაც იგი ძალიან მალე ხმება!

სერვირება

დაახატეთ ორცხობილებს სასურველი ორნამენტები და გემრიელად მიირთვით!