Search
ან
მაკარონები
60+ წუთი
რთული
მსუბუქი
201-500 კკალ

ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ფრანგული დესერტი, რომელსაც მაკარონი ჰქვია. მას არ აქვს ანარაინი შეხემა "მაკარონთან", როგორც პასტასთან. ასევე, იგი ხშირად ეშლებათ ამერიკულ ქოქოსის ორცხობილაში, რომელსაც მაკარუნი ჰქვია. ჩვენი დესერტი არის მაკარონი - ნუშის და ბეზეს საინტერესო მიქსი.

ინგრედიენტები
150 150 გრ. ნუშის ფქვილი
150 150 გრ. დაფქული შაქარი
150 150 გრ. შაქარი
50 50 მლ. წყალი
50+50 50+50 გრ. კვერცხის ცილა
საკვები საღებავები
საფეხური 1
პირველ რიგში უნდა გავცრათ ნუშის ფქვილი. აგრეთვე, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სასწორი - გვჭირდება ზუსტად 150 გრამი გაცრილი ნუშის ფქვილი. შემდგომ, ამ ფქვილს უნდა დავუმატოთ 150 გრამი გაცრილი დაფქული შაქარი და ავთქვიფოთ მიქსერით. გავცრათ კიდევ ერთხელ და გადავდოთ გვერდზე.
საფეხური 2
ამ ეტაპზე უნდა მივხედოთ კვერცხის ცილას. უმჯობესია გამოვიყენოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი, გამოვიღოთ იგი მაცივრიდან მომზადებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე. შეგიძლიათ ასევე მოათავსოთ კვერცხის ცილა ჭიქაში, დააფაროთ გრინი, გაუკეთოთ რამდენიმე ნახვრეტი და დატოვოთ მთელი ღამით. ასე დესერტი უფრო ჰაეროვანი და რბილი გამოვა. გვჭირდება 100 გრამი, რაც დაახლოებით 3 კვერცხის ცილას უდრის. თუმცა, მაკარონის მომზადებისას უნდა დაივიწყოთ თვალის ზომა და მსგავსი ცნებები - გამოიყენეთ სასწორი! აწონეთ ზუსტად 100 გრამი ცილა, შემდგომ კი ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ 50-50 გრამი.
საფეხური 3
მოათავსეთ ჯამში 150 გრამი შაქარი და ჩაასხით 50 მლ. წყალი. მოამზადეთ საკონდიტრო პარკი - მაკარონებისთვის მრგვალ თავს ვიყენებთ, 10-15 მმ. დიამეტრის. მოათავსეთ 50 გრ. კვერცხის ცილა ღრმა ჯამში. დაადგით შაქარი ცეცხლზე და დაამატეთ ფერი. გვერდზე დაიდგით ცივი წყლით სავსე ჭიქა. აჯობებს, თუ ცილას გაზქურასთან ამოიყვანთ, რომ თან მიაქციოთ ყურადღება სიროფს. აგრეთვე, მოიმარჯვეთ თერმომეტრი, ამ ხელსაწყოს გარეშე ნამდვილად არაფერი გამოგივათ. როგორც კი სიროფი მიაღწევს 95 გრადუსს დაიწყეთ ცილის თქვეფა ყველაზე მაღალ სიჩქარეზე. როდესაც სიროფი 118 გრადუსი გახდება - ჩაასხით იგი ათქვეფილ ცილაში ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა. თუ სიროფი იქამდე მიაღწევს სასურველ ტემპერატურას, სანამ მყარი ცილის ამოყვანას შეძლებთ - ჩაამატეთ ორი კოვზი ცივი წყალი, ეს დამატებით დროს მოგცემთ. შემდგომ, როდესაც მთელ სიროფს გამოიყენებთ. გააგრძელეთ თქვეფა და აცადეთ მასას გაგრილება 45 გრადუსამდე მაინც.
საფეხური 4
45 გრადუსამდე გაგრილებულ მასას დაამატეთ დარჩენილი 50 გრ. ცილა. აგრეთვე, ნუშის ფქვილისა და დაფქული შაქარის მიქსი. დაიწყეთ ნელ-ნელა მორევა - დაატრიალეთ ჯამი ერთ მხარეს, მოსარევი კი საპირისპირო. ამბობენ, 50 წრე არისო საჭირო იდეალური მაკარონის გამოსაცხობად და მართლაც, დაახლოებით ეგრეა. თუმცა, მთავარია ტექსტურა - ცომი უნდა გახდეს შედარებით თხელი და ერთგვაროვანი. მოათავსეთ ცომი საკრემავში და დასვით სასურველი ზომის რგოლები პერგამენტზე. გაახურეთ ღუმელი 140 გრადუსამდე. დატოვეთ მაკარონები ლანგარზე დაახლოებით ნახევარი საათით, იმისთვის რომ ცომი გამოშრეს. 30 წუთის შემდგომ - მოათავსეთ ღუმელში 12-18 წუთით. მზა მაკარონები ძალიან მარტივად უნდა მოშორდეს პერგამენტს დანის წვერის დადებისას.

სერვირება

მაკარონის იყენებენ ყველანაირ კრემებსა და განაშებს. აგრეთვე მურაბებს, ჟელეებს და სხვას. თუ თქვენი შიგთავსი არის თხევადი, მაშინ აჯობებს სუფრასთან მიტანამდე წაუსვათ, თუ სქელი - როგორც კი გაცივდება მაკარონები და შეინახოთ მაცივარში.