Search
ან
პიცა სალიამით
60+ წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
ცომის ინგრედიენტები:
1 1 კგ. ფქვილი
10 10 გრ. საფუარი
10 10 გრ. შაქარი
200 200 მლ. ზეითუნის ზეთი
სოუსის ინგრედიენტები:
1 1 კგ. პომიდორი
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
1 1 ჩაის კოვზი ხმელი ბაზილიკი
1 1 ჩაის კოვზი მარილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი პილპილი
1 1 კბილი ნიორი
ტოპინგი:
200 200 გრ. გაუდა
200 200 გრ. ჩედარი
300 300 გრ. მოცარელა
300 300 გრ. სალიამი
საფეხური 1
საფუარი და შაქარი აურიეთ ერთმანეთს, დაასხით თბილი წყალი. ცალკე ღრმა ჯამში ჩაყარეთ 700 გრ. ფქვილი, დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, დაასხით საფუარი და თბილი წყლით მოზილეთ, თან დაუმატეთ ზეთი, ზილეთ მანამ სანამ ცომი არ გახდება ელასტიური და ადვილად არ მოგცილდებათ ხელებიდან. ბოლოს, კიდევ ერთხელ გადაზილეთ ზეთში, დააგუნდავეთ, ჩადეთ ღრმა და დიდ ჯამში (ჯამს თუ წინასწარ ზეთს წაუსვამთ მთელ ზედაპირზე, აფუებულ ცომს ადვილად გადმოიღებთ). დააფარეთ საკვები ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას.
საფეხური 2
პომიდორი გარეცხეთ და ჩაყარეთ 5 წუთით მდუღარე (ასე ადვილად გააძრობთ კანს). უკანო პომიდორები გაატარეთ ხორცსაკეპში და დაადგით ქვაბით საშუალო ცეცხლზე. ადუღეთ 30 წუთი, სანამ არ შესქელდება. გააგრილეთ, დაუმატეთ ბაზილიკი, მარილი, პილპილი და 1 კბილი გახეხილი ნიორი. პიცის სოუსი მზად არის. ყველი გახეხეთ, სალიამი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
საფეხური 3
მე გადავწყვიტე ფუმფულა და სქელი პიცა გავაკეთო, როგორიც უყვართ ჩემს ბავშვებს, თუმცა იგივე ცომისაგან შეგიძლიათ გააკეთოთ თხელი პიცა, უბრალოდ ცომის აფუებულ გუნდას 2-ის ნაცვლად, მაგალითად გაყოფთ 3 ნაწილად. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, გააჩნია რა დიამეტრის საცხობი ფორმა გაქვთ სახლში. მე მიღებული ცომი ორ ნაწილად გავყავი. გავაბრტყელე საცხობი ფორმის დიამეტრზე. წავუსვი პიცის სოუსი, შემდეგ ყველი და სალიამი. წინასწარ გახურებულ ჭუმელში პიცას 240 გრადუსზე ვაცხობ 10 წთ.-ის განმავლობაში. მზაობას ადვილად შეამჩნევთ, ყველი დნება და ჰაერის ბუშტებს წარმოქმნის ზედაპირზე, ცომს კი ფერი ეცვლება.

სერვირება

მზა პიცას შეგიძლიათ დაამატოთ ხმელი ბაზილიკი. მიირთვით გემრიელად.