გოგრის ლაზანია კლასიკურისგან შიგთავსით განსხვავდება, ტექნოლოგია და აწყობის პრინციპი იგივეა.
შევეცადე ქართული გემო მიმეცა და კალტი გამოვიყენე.
10-12
10-12
ლაზანიას ფირფიტა
500
500
გრ.
გოგრა
120
120
გრ.
ისპანახი
50
50
გრ.
შაშკვლავი
100
100
გრ.
სულგუნი
50
50
გრ.
შებოლილი სულგუნი
1/4
1/4
კალტი
175
175
მლ.
რძე
15
15
გრ.
კარაქი
50
50
მლ.
ზეითუნის ზეთი
30
30
გრ.
ფქვილი
3
3
მწიკვი მუსკატის კაკალი
20
20
გრ.
კაკალი
5
5
გრ.
ნიორი
დავიწყოთ გოგრის შიგთავსით: გოგრა გავასუფთაოთ კანისგან, დავაწყოთ ფოლგაზე, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვათავსოთ ღუმელში 190 გრადუსზე, სანამ გვერდები არ დაებრაწება და დარბილდება. გადმოვიღოთ და ჩანგლით ჩავჭყლიტოთ ან გავაკეთოთ პიურე.
შაშკვლავის პესტო: ბლენდერში მოვათავსოთ ნიორი, ისპანახი, შაშკვლავი, კაკალი და გახეხილი კალტი. კარგად დავაბლენდეროთ და გადავდოთ გვერდზე.
ბეშამელისთვის: კარაქი გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე და დავუმატოთ ფქვილი, როდესაც მასა შეიკვრება, ნელნელა დავამატოთ რძე 30-30 მლ. შემდეგი პორცია დავამატოთ მას შემდეგ, რაც წინა კარგად გაიხსნება. როდესაც მთელ რძეს გამოვიყენებთ და ერთიან მასას მივიღებთ, გადმოვგათ დავამატოთ მუსკატის კაკალი და გახეხილი ყველი. მოვურიოთ რომ ყველი გალღვეს.
დავიწყოთ აწყობა: ძირზე ცოტა ბეშამელი წავუსვათ, დავაწყოთ პირველი ფენა ლაზანიას ფირფიტების (რომელიც არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას) დავადოთ გოგრა, მოვასხათ ცოტა ბეშამელი, ისევ ლაზანიას ფირფიტები, შემდეგ პესტო, ისევ ფირფიტები, ზემოდან სოუსი და დარჩენილი ყველი.
ფორმას ზემოდან ფოლგა გადავაკრათ და შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე. 25-30 წუთის შემდეგ მოვხსნათ ფოლგა და ზემოდან დავბრაწოთ 5-10 წუთი. გადმოღებიდან 10 წუთი დაასვენეთ, რომ დაჭრა არ გაგიჭირდეთ.
სერვირება
მიირთვით სანამ ცხელია.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი