Search
ან
ვაშლისა და კენკრის ტარტი
60+ წუთი
საშუალო
ინგრედიენტები
ცომი
150 150 გრ. ფქვილი
3 3 გრ. გამაფხვიერებელი
35 35 გრ. დაფქული შაქარი
1 1 ცალი ჩხირი ვანილი
140 140 გრ. კარაქი
30 30 გრ. კვერცხის გული
25 25 გრ. ნუშის ფქვილი
1 1 გრ. მარილი
გულსართი
2 2 ცალი წითელი ვაშლი (საშუალო ზომის)
2 2 სუფრის კოვზი ს.კ. ყვავილების თაფლი ან აგავის წვენი
4 4 გრ. სიმინდის სახამებელი
1/2 1/2 ცალი ვანილის ჩხირი
55 55 გრ. მოცხარი ან ჟოლო
კრემი
1 1 ცალი კვერცხი
75 75 გრ. დაფქული შაქარი
25 25 მლ. რძე
25 25 მლ. ნაღები
25 25 გრ. ნუშის ფქვილი
55 55 გრ. კარაქი
მერენგა
1 1 ცალი კვერცხის ცილა
19 19 მლ. წყალი
63 63 გრ. შაქარი
1 1 ცალი ტოტი პიტნა (მხოლოდ ფოთლები)
საფეხური 1
ფხვიერი ცომი მოათავსეთ ღრმა ჯამში ნუშის ფქვილი, მარილი, ვანილის თესლები, დაფქული შაქარი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. მოზილეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. დაამატეთ კვერცხის გული და კიდევ ერთხელ მოზილეთ. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და დატოვეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით (უმჯობესია მთელი ღამით). გააბრტყელეთ ცომი 0,3-0,4 სმ.-ის სისქეზე. ამოჭერით 20-22 სმ.-ის დიამეტრის წრე და მოათავსეთ ტარტის ფორმაში. ამოუყვანეთ კიდეები. დაჩხვლიტეთ ძირი ჩანგლით და მოათავსეთ მაცივარში 30-60 წუთით. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ცომს გადააკარით სათანადოდ დაკუჭული პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ მთლიანად დაფაროს კუთხეებიც კი. ზემოდან დაადეთ ტვირთი - ბრინჯი ან ლობიო. გამოაცხვეთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ აიღეთ ტვირთი და შედგით ცომი ღუმელში კიდევ 10 წუთით.
საფეხური 2
ვაშლის გულსართი შეგიძლიათ გააკეთოთ ორი ხერხით - მოათავსოთ ვაკუუმში და მოხარშოთ ან მოათავსოთ შუშის ჯამში, გადააკრათ საკვები ცელოფანი და შედგათ მიკროტალღურ ღუმელში. დაჭერით ვაშლი ოთხკუთხედებად ისე, რომ ვერ მოასწროს გაშავება. მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ ვანილი და თაფლი. კარგად მოურიეთ და გადააკარით ჯამს საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა ისე, რომ არც ერთი მხრიდან არ შედიოდეს ჰაერი. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 5-6 წუთით. გააგრილეთ ისე, რომ არ მოხსნათ ცელოფანი.
საფეხური 3
პიტნის იტალიური მერენგა (ბეზე) გააცხელეთ წყალი და შაქარი 117 გრადუსამდე. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, მიქსერის გაუჩერებლად ნელ-ნელა დაამატეთ შაქრის სიროფი. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე. ბოლოს დაამატეთ დაკებილი პიტნა.
საფეხური 4
კრემი გაალღვეთ კარაქი ტაფაზე მანამ, სანამ იგი არ გახდება ყავისფერი. ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ რძე, ნაღები და ნუშის ფქვილი. ბოლოს დაამატეთ გადაწურული კარაქი და კარგად მოურიეთ.

სერვირება

აწყობა გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ტარტის ძირზე დაალაგეთ ვაშლი, ზემოდან მოათავსეთ კენკრა და კრემი. შედგით ღუმელში დაახლოებით 10 წუთით. გამოიღეთ, დაადეთ მერენგა და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში 10-15 წუთით. გააგრილეთ ტარტი ოთახის ტემპერატურამდე.