220
220
მლ.
ნაღები (35%)
110
110
გრ.
თეთრი შოკოლადი (32%)
45
45
გრ.
ფსტის პასტა
120
120
გრ.
ფქვილი
4
4
გრ.
გამაფხვიერებელი
60
60
გრ.
დაფქული შაქარი
40
40
გრ.
კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
5
5
გრ.
რომი
60
60
გრ.
დაფქული ნუში
1
1
მწიკვი
მარილი
15
15
გრ.
კარტოფილის სახამებელი
1
1
ცალი
კვერცხის გული
5
5
ცალი
კვერცხის ცილა
40
40
გრ.
გამდნარი კარაქი
1.25
1.25
კგ.
მარწყვი
40
40
გრ.
ყავისფერი შაქარი
3
3
გრ.
ჟელატინი
კრემ შანტილი:
კრემი უნდა მოვამზადოთ ერთი დღით ადრე. ის კარგად უნდა გაცივდეს და გამაგრდეს მაცივარში.
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. დავამატოთ 15 გრამი ფსტის პასტა.
ნაღები გავაცხელოთ (არ ავადუღოთ!) და დავასხათ შოკოლადს. ფრთიხალ მოვურიოთ გაერთიანებამდე და ოდნავ დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით. ამ ეტაპზე ვამატებთ 50 გრამ რბილ კარაქს.
ფხვიერი ცომი:
გავაცხელოთ ღუმელი 160 გრადუსამდე.
გადავურიოთ ერთმანეთს 120 გრამი ფქვილი, 4 გრამი გამაფხვიერებელი, 20 გრამი დაფქული შაქარი და 20 გრამი დაფქვილი ნუში. დავამატოთ 40 გრამი ოთხკუთხედებად დაჭრილი კარაქი, 5 მლ. რომი და 4 გრამი მარილი. მალე მოვზილოთ ცომი და გავაბრტყელოთ 2 მმ-დე საცხობ სილიკონზე ან ქაღალდზე. ამოვჭრათ ყალიბით ტარტის ძირები. გვერდები არ ამოვუყვანოთ. შეგვიძლია გამოვაცხოთ ერთი დიდი ტარტი ან 10 პატარა. აუცილებლად ცომი კარგად დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
გამოვაცხოთ ოქროსფერის მიღებამდე.
გამომცხვარი ტარტის ძირი გამოვიღოთ ღუმლიდან და გავაცივოთ ისე, რომ არ ამოვიღოთ ყალიბიდან.
ბისკვიტი:
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსამდე.
გავადნოთ 80 გრამი კარაქი.
ავთქვიფოთ მიქსერით ან ხელის ბლენდერით 40 გრამი დაფქვილი ნუში, 40 გრამი დაფქული შაქარი, 15 გრამი სახამებელი, 30 გრამი ფსტის პასტა, კვერცხის გული და 80გ კვერცხის ცილა. მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი. დარჩენილი კვერცხით მოვამზადოთ ფრანგული მერენგა. კვერცხის ცილაში ვამატებთ მარილს და ნელნელა შაქარს. ვთქვიფავთ მყარ ბეზემდე.
ფსტის ცომში ნელნელა ვამატებთ მერენგას და დელიკატურად ვურევთ ქვემოდან ზემოთ.
ბოლოს ვამატებთ გამდნარ კარაქს.
ბისკვიტის ცომი დავასხათ ტარტის ძირებს და გამოვაცხოთ 7-10 წუთი.
გამოცხობის შემდეგ კარგად გავაცივოთ და მოვხსნათ ყალიბი.
მარწყვის ჟელე:
დავაბლენდეროთ 250 გრამი მარწყვი. 40 გრამი შაქარი და პექტინი (ან ჟელატინი) შევურიოთ ერთმანეთს. მარწყვის პიურე მივიყვანოთ ადუღებამდე და ნელ-ნელა დავამატოთ შაქარი პექტინით. აქტიურად ვურიოთ ხელის სათქვეფით 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოვხსნათ ცეცხლიდან და კარგად გავაცივოთ.
სერვირება
ტარტის აწყობა:
გაცივებული ბისკვიტის ზემოდან წავუსვათ მარწყვის ჟელე. მარწყვები შემოვალაგოთ და საკრემავის მეშვეობით კენკრის შუალედებში დავსვათ ვარდები შანტილის კრემით.
მოვაყაროთ დაჭრილი ფსტა და ტარტი მზადაა.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი