Search
Or
ჭარხლის სალათი ტყემალში
0 - 30 Min
ადვილი
მსუბუქი
0-200 Kcal

თუ გსურთ მსუბუქი სადილი და განსხვავებულ, მსუბუქი სიმჟავის გემოს ეძებთ, ეს კერძი თქვენთვისაა! 

ingredients
150 150 გრ. ჭარხალი
100 100 გრ. გაყინული ალუბალი
20 20 გრ. ჯინჯერი
15 15 გრ. ქინძი
30 30 გრ. ფეტა
25 25 გრ. მიკრო მწვანე
10 10 გრ. ნიორი
2 2 გრ. როზმარინი
5 5 მლ. ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო
30 30 გრ. ნიგოზი ან ქეშიუ
15 15 გრ. შაქრის პუდრი
step 1
ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე (უკეთესია თუ ფოლგაში გახვეული იქნება) . 40-45 წუთს შემდეგ გადმოიღეთ და შეაგრილეთ. სანამ ჭარხალი შეგრილდება დააბლენდერეთ ალუბალი, ხმელი ქინძი, ნიორი, ჯინჯერი, მარილი, შავი ბალზამიკო, ომბალო ან ქონდარი (ცოტა შაქარი დაუმატეთ, თუ ალუბალი ძალიან მჟავეა).
step 2
შეგრილებული ჭარხალი დაჭერით სასურველ ზომებად და გადაურიეთ ალუბლის ტყემალში. თეფშზე გადატანისას შეგიძლიათ ჭარხლის ან ისპანახის ქორფა ფოთლები დაუმატოთ. გასაფორმებლად მოაყარეთ ფეტა და კარამელიზირებული ნიგოზი.

How To Serve

ჭარხალი ტყემალში არამიმზიდველად გამოიყურება, თუ მას რამით არ გავაფორმებთ. მოვიშველიოთ ან სალათის ფურცელი ან მიკრომწვანილი. თუ პორციულად ვანაწილებთ, ჯერ ჭარხალი დავდოთ, ზემოდან სალათის ფურცელი დავუდოთ, (ისე რომ ჭარხლის ნაწილი ჩანდეს), სალათს დავუმატოთ ყველი და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი მოვასხათ. ასე ფერების კონტრასტიც გვექნება და ტრადიციულზე უკეთესი ვიზუალიც..

Useful Tips

ნიგოზი (სასურველია მთლიანი ლებნები) ცოტა ხანი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან  წყალში, რომ კანი გაეცალოს. კანგაცლილი თხილი ან კაკალი ჩაყარეთ შაქრის პუდრაში და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ ჩაუშვით გაცხელებულ ზეთში და ფერს რომ შეიცვლის, (უნდა გახდეს კარამელისფერი) ამოიღეთ, ბადეზე დაყარეთ და გააცალკევეთ. აცადეთ გაშრობა!