ხაჭოს ხინკლები ბავშვობიდან მახსოვს, მეც გულმოდგინედ ვეხმარებოდი ბებოს ცომის გაბრტყელებაში პაწაწინა ხელებით, მერე მოხვევაც ვისწავლე, ერთგვარი ოჯახური ტრადიცია იყო.
ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და მინერლებით. KA ვიტამინის ჭარბი რაოდენობა იცავს ძვლებს. გარდა იმისა, რომ ისპანახის ცომი ძალიან ლამაზი, ხასხასა მწვანე შეფერილობისაა, ამავე დროს ძალზე სასარგებლოა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დაამზადოთ ასეთი ხინკლები ბავშვებისთვის. ხაჭო ყველასათვის კარგად ნაცნობი, კალცით მდიდარი პროდუქტია.