Search
Or
სადღესასწაულო კექსი
60+ Min
ადვილი
მძიმე
500+ Kcal

კიდევ უფრო გაილამაზეთ დღესასწაული ამ უგემრიელესი კექსით. 

ingredients
200 200 გრ. კარაქი
4 4 კვერცხი
150 150 გრ. ყავისფერი შაქარი
300 300 გრ. ფქვილი
250 250 გრ. შავი რომი
5 5 გრ. გამაფხვიერებელი
200 200 გრ. ქიშმიში
100 100 გრ. დაშაქრული ალუბალი
200 200 გრ. ცუკატების ასორტი
step 1
გარეცხეთ ქიშმიში, ჩაყარეთ ღრმა ჯამში, დაასხით 150 მლ. რომი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. ათქვიფეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი 5 წუთის განმავლობაში, სათითაოდ დაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ კიდევ 2 წუთი.
step 2
გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი დაამატეთ ცომში და კარგად ამოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქიშმიში გადმოიღეთ საწურზე. ცომს დაამატეთ ყველა ჩირი. აურიეთ ნიჩბით ქვემოდან ზემოთ, მსუბუქად ამოსწიეთ ცომი და გადმოიტანეთ ფორმაში. თუ სილიკონის ფორმაა, რაიმეს მოყრა ან ცხიმის წასმა არ არის საჭირო. მაგრამ, თუ მინის ან მეტალის ფორმაა, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
step 3
ღუმელში ტემპერატურა დაიყვანეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კექსი 1 საათისა და 10 წუთის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ, რომ ზედაპირი ზედმეტად დაიბრაწა, დააფარეთ ფოლგა. ღუმელიდან გამოიღეთ გამომცხვარი კექსი, დატოვეთ 5 წუთით, გადმოიღეთ ცხაურაზე და დანამეთ დარჩენილი რომით. გააცივეთ.

How To Serve

გაცივებული კექსი მორთეთ შაქრის პუდრით და ალუბლით. კექსი შეახვიეთ საკვებ პარკში ან შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 4 დღის განმავლობაში.

Useful Tips

გააფორმეთ კექსი ქოქტეილის ალუბლით