Search
Or
თხის ყველის სემიფრედო, წიწაკის მურაბით და ფსტის გოზინაყით
ingredients
50 50 გრ. შაქარი
30 30 გრ. თაფლი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
50 50 გრ. დავარგებული თხის ყველი
1/2 1/2 ლიმონის წვენი და ცედრა
250 250 მლ. ნაღები
4 4 კვერცხის გული
100 100 გრ. სიმინდის ფქვილის ქრამბლი
100 100 გრ. შაქარი
50 50 გრ. კარაქი
100 100 გრ. ფსტის გოზინაყი
100 100 გრ.
100 100 გრ.
50 50 გრ.
1 1 ჩაის კოვზი
Варенье Варенье
step 1
სემიფრედოს მოსამზადებლად ერთმანეთში ავურიოთ კვერცხის გულები და შაქარი. მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ იქამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. გავხეხოთ ყველი და ავურიოთ უკვე მომზადებულ მასას, დავამატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და ერთი მწიკვი მარილი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ დანარჩენ ინგრიდიენტებს. სემიფრედო მზად არის, ახლა საჭიროა მისი ფორმებში გადანაწილება და გაყინვა (უმჯობესი გავყინოთ 3-4 საათი, თუმცა 1 საათიც საკმარისი იქნება).
step 2
გოზინაყის მოსამზადებლად საჭიროა დავამუშაოთ თაფლი - მისი გაცხელებით, ადუღებით და შემდეგ ისევ გაგრილებით. ამ პროცედურის გამეორება საჭიროა 3-4 ჯერ. როცა თაფლი მზად იქნება, დავამატოთ წვრილად დაკეპილ ფსტას, კარგად ავურიოთ და ისევ მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ცივი წყლით დასველებულ ტაფაზე მოვათავსოთ ფსტის და თაფლის ნარევი და გავაბრტყელოთ. დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.
step 3
ქრამბლის მოსამზადებლად, მშრალ ინგრედინეტებს ვურევთ ერთმანეთში და ვახეხავთ ცივ კარაქს, შემდეგ ისევ ვურევთ და 18-20 წუთის განმავლობაში ვაცხობთ, 180 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, ცხობისას პერიოდულად ვურევთ.
step 4
ახლა ისღა დაგვრჩენია ყველა შემადგენელი ნაწილი ერთად დავალაგოთ სასურველ ჭურჭელზე. სულ ბოლოს მოვასხამთ წიწაკის მურაბას.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.