Search
Or
ფუჩხოლია

ფუჩხოლია ტრადიციული მეგრული კერძია, რომელსაც რამოდენიმე ინგრედინტის დამატებით, სხვაგვარად შემოგთავაზებთ.

ingredients
500 500 გრ. ღერღილი
100 100 გრ. სიმინდის ფქვილი
500 500 გრ. ჭყინტი სულგუნი
200 200 გრ. შებოლილი სულგუნი
150 150 გრ. სულგუნის ჩხირები
350 350 გრ. ნადუღი
100 100 გრ. პიტნა
50 50 გრ. ქინძი
150 150 გრ. ნიგოზი
10 10 გრ. ხმელი ქინძი
10 10 გრ. უცხო სუნელი
10 10 გრ. ყვითელი ყვავილი
5 5 გრ. ძირა
4 4 კბილი ნიორი
50 50 გრ. წითელი აჯიკა
5 5 გრ. დაღერღილი წიწაკა
300 300 გრ. ჭარხალი
300 300 გრ. სტაფილო
30 30 გრ. ვარდისფერი მარილი
step 1
თავდაპირველად ამზადებთ ღომს: გავრეცხოთ ღერღილი და ჩავყაროთ დიდ ქვაბში. დავასხათ წყალი ისე, რომ ქვაბი გაივსოს ნახევრამდე. ხარშვისას, ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოვაშოროთ კოვზით. სქელი ფაფის მიღების შემდეგ, დავამატოთ სიმინდის ფქვილი და მოვურიოთ ხის კოვზით. დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა იქამდე, სანამ ღერღილი მთლიანად არ დარბილდება.
step 2
ნადუღში შევურიოთ პიტნის ფოთლები, ქინძი და გახეხილი შებოლილი სულგუნი. დავყოთ ბურთულებად. სულგუნის ჩხირებს შევურიოთ აჯიკა. ნიგოზი დავაბლენდეროთ სუნელებთან და ნიორთან ერთად. დავასხათ მცირე რაოდენობის მდუღარე წყალი იმისთვის, რომ ნიგოზმა მიიღოს თეთრი ფერი. სქელ მასას დავამატოთ მარილი გემოვნებით. შევურიოთ გახეხილი სტაფილო. მოხარშული ჭარხალი ასევე გავხეხოთ და შევურიოთ პიტნა. ჭყინტი სულგუნი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცხელ წყალში. დარბილებულ ყველის ნაწილს შევურიოთ შეზავებული სტაფილო, ხოლო მეორე ნაწილს შეზავებული ჭარხალი. შეახვიეთ ერთმანეთში და დაჭერით 2სმ. სისქეზე.

How To Serve

ეს ყველაფერი მოათავსეთ ცხელ ღომზე და გემრიელად მიირთვით.