Search
Or
მჭადის სათითე ჩამდნარი ყველით და ტარხუნის სოუსით
ingredients
300 300 გრ. მჭადის ფქვილი
200 200 გრ. ნაღები
200 200 გრ. ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი
10 10 მლ. ძმარი
100 100 გრ. ტარხუნა
step 1
ამჯერად მჭადის ცომს ვზელთ წყლის მაგივრად ნაღებში, მაგრამ შეგვიძლია ოდნავ წყლის დამატებაც. მარილს ვამატებთ გემოვნებით. ცალკე გავხეხოთ იმერული ყველი. ტარხუნა მოვათავსოთ ბლენდერში, დავამატოთ ძმარი და მარილი. დავაბლენდეროთ და სოუსი მზად არის. მჭადი დავაგუნდავოთ, მივცეთ სათითის ფორმა და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში ისე, რომ გადაიბრაწოს.
step 2
გამომცხვარი ფორმა ამოვიღოთ და დავამატოთ გახეხილი ყველი, დავაბრუნოთ ღუმელში და დაველოდოთ კიდევ 2-3 წუთი, იქამდე სანამ ყველი დადნება.

How To Serve

მიირთვით მჭადის სათითეები სოუსთან ერთად.