Search
ან
აჭარული ხაჭაპური მწვანილეულით
60+ წუთი
საშუალო
500+ კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. ფქვილი
10 10 გრ. საფუარი
1/2 1/2 სუფრის კოვზი მარილი
10 10 გრ. შაქარი
4 4 კვერცხი
250 250 მლ. ზეთი
100 100 გრ. კარაქი
800 800 გრ. იმერული ყველი
400 400 გრ. სულგუნი
40 40 გრ. ბაზილიკი
50 50 გრ. ოხრახუში
2 2 კბილი ნიორი
საფეხური 1
თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, მარილი კი ფქვილს დავამატოთ. საფუარი აქაფებას რომ დაიწყებს, შევურიოთ ფქვილს და მოვზილოთ ისე, რომ კოშტები არ დარჩეს, შემდეგ დავაგუნდავოთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში და დავაცადოთ აფუებას. 1.5-2 საათის შემდეგ აფუაბული ცომი ამოვიღოთ, გავყოთ 4 და მივცეთ ოვალური ფორმა.
საფეხური 2
დავჭრათ მწვანილეული და შევურიოთ ორივე სახის გახეხილ ყველს.
საფეხური 3
შიგთავსი მოვათავსოთ ცომის ზედაპირზე და გავუკეთოთ ჯებირები, რომ არ გადმოვიდეს. კარგად შევკრათ.
საფეხური 4
მოვათავსოთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
საფეხური 5
2 წუთით ადრე გამოვიღოთ და დავამატოთ კვერცხი კარაქთან ერთად.

სერვირება

მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.