Search
Or
გურული ღვეზელი
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
1 1 კგ. ფქვილი
30 30 გრ. გამაფხვიერებელი
250 250 მლ. ზეთი
1 1 სუფრის კოვზი მარილი
1 1 კგ. ჭყინტი ყველი
7 7 კვერცხი
step 1
მოვათავსოთ ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად მოვურიოთ. დავასხათ თბილი წყალი (დაახლოებით 40-45 გრადუსი). წყალთან ერთად ვამატოთ ცოტ-ცოტა ზეთიც და ვურიოთ. ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ავურიეოთ ერთმანეთში, ცომის მოსაზელად დაგჭირდებთ აუცილებლად თბილი წყალი (40-45გრადუსი). წყალთან ერთდ პერიოდულად ამატეთ ზეთიც, ცომი მზადაა თუ ის ხელებზე აღარ გეკრობათ, ბოლოს დააგუნდავეთ, გადააკარით საკვები ცელოფანი და დადეთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში.
step 2
სანამ ცომი ამოვა გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. კვერცხის რაოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვით თუ რამდენ ღვეზელს ამზადებსთ. ტრადიციულად, ამზადებენ იმდენს რამდენი წევრიცაა ოჯახში. თითო ღვეზელში აუცილებლად უნდა იყოს 1 კვერცხი. ამოსული ცომი დაყავით თანაბარი ზომის გუნდებად. მაგ, თუ გუნდას აწონით 250 გრამიანს, აიღეთ 150 გრამი ყველი და 1 ცალი მოხარშული კვერცხი. გადაახვიეთ ღვეზელი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. კარგად მოუკარით ცომის პირები.
step 3
საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქარალდი, დააწყვეთ გამოსაცხობად გამზადებული ღვეზელები, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. მოათავსეთ წინასწარგახურებული ღუმელის შუა ნაწილში, 180 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!