Search
Or
ორაგულის სტეიკი მაყვლის სოუსით
30-60 Min
ადვილი
0-200 Kcal
ingredients
1 1 ორაგულის სტეიკი
200 200 გრ. მაყვალი
100 100 მლ. წითელი მშრალი ღვინო
70 70 მლ. ნაღები
100 100 გრ. სალათის ფოთლების მიქსი
1 1 ლიმონი
60 60 მლ. ზეითუნის ზეტი
50 50 გრ. კამის ბოლქვი
step 1
სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ, დაჭერით სასურველ ზომებად და გადაურიეთ წვრილად დაჭრილ კამის ბოქვს. ზეითუნის ზეთი და ლიმონი ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სალათის მიქსს. გააფორმეთ მაყვლით.
step 2
ორაგულის სტეიკს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეწვით გრილზე ან ტაფაზე (ან სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 – 12 წუთის განმავლობაში).
step 3
მოამზადეთ სოუსი - მაყვალი ჩაყარეთ პატარა ზომის ქვაბში, მოასხით შავი ღვინო და წამოადუღეთ. დუღილიდან 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ნაღები. ადუღების შემდეგ გამორთეთ და აცადეთ გაგრილება, შემდეგ დააბლენდერეთ. შეაზავეთ მარილით და თეთრი პილპილით.
step 4
მოასხით სოუსი ორაგულს.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!