Search
Or
კრევეტების სალათი მანგოს სოუსით
0 - 30 Min
ადვილი
201-500 Kcal

თუ საახალწლო სუფრას გსურთ შემატოთ ძალიან განსხვავებული გემო, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. 

ingredients
8 8 კრევეტი
70 70 გრ. სალათის ფოთოლი
1 1 ავოკადო
1 1 მანგო
1 1 კივი
100 100 გრ. სიმინდის მარინადი
4 4 რგოლი დამარინადებული ანანასი
200 200 გრ. არაჟანი
150 150 გრ. ბეკონი
2 2 გრ. დაღერღილი წიწაკა
2 2 სუფრის კოვზი გოგრის მარცვლები
150 150 გრ. ზეითუნის ზეთი
30 30 გრ. პარმეზანი
2 2 კბილი ნიორი
step 1
თავდაპირველად, აუცილებელია კრევეტების გასუფთავება, შემოაცალეთ მყარი ქერქი, თავი და კუდი შეგიძლიათ დატოვოთ სილამაზისთვის. ზურგის ნაწილზე ფრთხილად დაუსვით დანა თავიდან კუდამდე, იქ წვრილ, მუქი ფერის ძარღვს დაინახავთ, რომელიც აუცილებლად უნდა ამოაცალოთ კრევეტს.
step 2
ტაფაზე მოასხით ცოტაოდენი ზეთი, საშუალო ცეცხლზე შეწვით ბეკონი ორივე მხრიდან, რათა გახდეს ხრაშუნა. შემდეგ, ამავე ტაფაზე შეგიძლიათ შეწვათ კრევეტები. კრევეტებს დიდი დრო არ სჭირდებათ ოდნავ როგორც კი შეთითლდება გადაბრუნეთ მეორე მხარეს, ბოლოს მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა.
step 3
სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გაწურეთ. არ დაჭრათ, უბრალოდ ხელით დაანაწევრეთ დიდი ფოთლები. ავოკადოს ამოუღეთ კურკა, გათალეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებად, კივიც გაფრცქვენით და დაწერით პატარა ზომის კუბებად, ასევე ანანასის მარინადიც. მოვამზადოთ სოუსი: გათალეთ მანგო, რბილობი ჩაყარეთ ბლენდერში არაჟანთან ერთად, დაუმატეთ ტარხუნა ან პიტნა (ფოთლები მხოლოდ), ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით და 2 კბილი ნიორი.

How To Serve

დიდ თეფშზე მოათავსეთ სალათის ფოთლები, შემდეგ მოაყარეთ სიმინდის მარცვლები, კივი, ანანასი, მოასხით სოუსი, ისევ ფოთლები, ავოკადო, შემწვარი ბეკონი, გოგრის მარცვლები, კრევეტები და ბოლოს პარმეზანი. მიირთვით გემრიელად.