Search
Or
სამეგრელო
❮ back to map

მეგრული სამზარეულოს მშვენებაა - სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა: ღომი (სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა), ელარჯი (ღომში ჩაზელილი სულგუნი), გებჟალია (პიტნით შეზავებული ყველის რულეტი), ასევე კვალამკვარი (მოხარშული ხაჭაპური), ჯურჯანი (შეზავებული შიგნეული). მეგრელები ცნობილნი არიან ცხარე კერძების მომზადებით, გამორჩეულია მეგრული აჯიკა და საწებელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხაჭაპურის ტიპია მეგრული.