Search
ან
კახური ზეთი

მსოფლიოში ზეთს სხვადასხვა პროდუქტისგან ამზადებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია ზეთისხილი და მზესუმზირა.  

კახური ზეთი ქართული მზესუმზირის ჯიშისგან მზადდება.  ჩვენი ადგილობრივი ნაწარმი რაფინირებული ზეთისგან  განსხვავებულია.  ის, ადამიანის  ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნითიერებებისგან შედგება.
კახური ზეთი, დედოფლისწაყროში დაკრეფილი მზესუმზირას გადამუშავების შედეგად მზადდება. აქვს სპეციფიური სუნი.   კულინარიულ წრეებში, ბევრს საუბრობენ, ზოგადად,  ზეთის მავნე თვისებებზე. შეკითხვები არაერთხელ გაჩნდა კახურ ნაწარმთან მიმართებაშიც. შიში არ გამართლდა. ადგილობრივი პროდუქტის შემადგენლობის კვლევამ აჩვენა, რომ მისი სპეციფიური ფერი, სუნი და გემო უხარისხობის ბრალი კი არა,  დიდი რაოდენობით ფენოლების შემცველობას უნდა მივაწეროთ. ფენოლი ორგანიზმისთვის საზიანო  არ არის.ამ  ნივთიერების მეშვეობით,  პროდუქტი ყველა იმ თვისებას ინარჩუნებს, რომელიც მზესუმზირას თესლს აქვს.

საქართველოს მზესუმზირის ზეთის ბაზარზე 40-მდე ბრენდია წარმოდგენილი და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. საცალო სარეალიზაციო ფასები 1 ლიტრზე 2,7 ლარიდან 3,5 ლარამდე მერყეობს. მცენარეული ზეთის ბაზარი შემდეგ სეგმენტებად არის დაყოფილი: მზესუმზირის ზეთი - 92%, ზეითუნის ზეთი - 4%, სიმინდის ზეთი - 4%, სხვა მცენარეული ზეთები - 1%.

კახური ზეთი ბლანტია. მისი მომზადების სამი მეთოდი არსებობს. მათ შორის,  ყველაზე ძვირადღირებულია  დაწნეხვის მეთოდი.  კახური ზეთი, სწორედ, ამ პრინციპით იქმნება.