წითელი ხავერდის ნამცხვარი აშშ-ში 20-იანი წლებიდან გახდა პოპულარული. ვინაიდან მსოფლიო ომის დროს რძის პროდუქტები და შაქარი დეფიციტური იყო, მზარეულები ნამცხვრის ნოტიო, რბილი ტექსტურის მისაღებად ხშირად იყენებდნენ ჭარხლის წვენს, რაც ასევე ღებავდა ბისკვიტს წითლად - ეს ნამცხვრის წარმოშობის ვერსიებიდან ერთ-ერთია.
წითელი ხავერდი სადღესასწაულო ნამცხვარია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად. წითელი ფერის ბისკვიტი ბევრი ინტერპრეტაციით შეგხვდებათ - ტორტი, მაფინი, ქაფქეიქი, ორცხობილა, რულეტი… ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ინდივიდუალურ ნამცხვრებზე, მათი ამოჭრა შეგიძლიათ მუყაოს შაბლონით ან მეტალის ყალიბით, რომელზეც მიგიწვდებათ ხელი.
რა დაგჭირდებათ:
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი.
გაცერით ფქვილი და კაკაო, ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ.
მაწონი, კვერცხი და ზეთი აურიეთ მეორე ჯამში. ცოტაოდენ ზეთში შეურიეთ საღებავი, ვიდრე სრულად არ გაიხსნება, ჩაასხით მაწვნიან მასაში და გადაურიეთ. მშრალი და სველი ინგრედიენტები გააერთიანეთ და კარგად ათქვიფეთ, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
ცომი დაასხით საცხობ ფირფიტაზე და გადაასწორეთ კოვზით ან შპატელით. გაშალეთ მთელ ფირფიტაზე.
აცხვეთ 30-35 წუთი ან მზადყოფნამდე. გამოღებისთანავე გამოაცალეთ ფირფიტა და გააგრილეთ. ამოჭერით სასურველი ფორმები და შეინახეთ ჰერმეტულად გამოყენებამდე. მორჩენილი ბისკვიტი დაფშვენით ხელით და გამოიყენეთ დეკორად.
კრემისთვის.
ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე, ზედმეტი თქვეფით კრემი შესაძლოა აიჭრას.
კრემი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ააწყვეთ ნამცხვრები თქვენი გემოვნებით. მოაყარეთ დაფშვნილი ბისკვიტი.
გემრიელად მიირთვით.