ტყლაპის მომზადება სახლში საკმაოდ იოლია, თუ არ ჩავთვლით ხანგრძლივ გამოშრობას ღუმელში. დესერტი ყოველგვარი სიტკბოს თუ ფერის დანამატის გარეშე, იდეალური წასახემსებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
მარწყვის ტყლაპის მოსამზადებლად 400 გრამი მარწყვი კარგად უნდა გაირეცხოს და გაშრეს, დაბლენდერდეს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სახცობ ფირფიტას ვაფენთ სილიკონის ხალიჩას, ვასხამთ დაბლენდერებულ მასას და კარგად მოვასწორებთ თხელ ფენად. ვაშრობთ ღუმელში 6 საათი 80 გრადუსზე.
მოცვის ტყლაპისთვის დააბლენდერეთ 300 გრამი მოცვი 100 გრამ მარწყვთან ან ჟოლოსთან ერთად (სიმჟავისთვის). გამოაშრეთ 80 გრადუსზე 6 საათის განმავლობაში, ფრთხილად ააცალეთ სილიკონი და დაგორგლეთ.