სულ მარტივად შეგიძლია სახლში პატარა დღესასწაულის მოწყობა. ხრაშუნა ორცხობილები და ფერადი ქეიქ პოპსი ნამდვილად შექმნის შესაბამის განწყობას.
ქეიქ პოპსი
კექსისთვის:
2 კვერცხი
½ ჭიქა შაქარი
⅓ ჭიქა ზეთი
1, ¼ ჭიქა ფქვილი
1 ჩ.კ გამაფხვიერებელი
¼ ჭიქა რძე
Სხვა მასალა:
1 ჭიქა არაჟანი
200 გ შოკოლადი
კანფეტები მოსართავად
გააცხელე ღუმელი 180 გრადუსზე.
კვერცხი და შაქარი ათქვიფე ფაფუკი მასის მიღებამდე (სასურველია მიქსერით).
დაუმატე ზეთი, გადათქვიფე. Შემდეგ დააცერი ფქვილში არეული გამაფხვიერებელი, გადაურიე და ბოლოს ჩაასხი რძე. კარგად აურიე, რომ მიიღო ერთგვაროვანი მასა.
საცხობ ყალიბში ჩააფინე პერგამენტი ან წაუსვი კარაქი, რომ არ მიიკრას. ჩაასხი ცომი და გამოაცხვე 30-40 წუთი ან მზადყოფნამდე. მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით, ცომში ჩარჭობისას მშრალი უნდა ამოვიდეს.
კექსი ამოიღე ყალიბიდან, დატეხე და გააგრილე ბოლომდე. გადაიტანე სამზარეულოს კომბაინში და დააქუცმაცე. არაჟანს შეგიძლია გაურიო რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი, სასურველი ფერის მისაღებად. კომბაინში ჩაასხი არაჟანი და კიდევ ერთხელ აურიე კარგად, ვიდრე არ მიიღებ წებოვან მასას.
დაახლოებით 1 სუფრის კოვზის ოდენობის ბურთები გააკეთე, მოამრგვალე ხელით. უნდა გამოვიდეს 15-17 ბურთი. Შეინახე საყინულეში 10-20 წუთით.
მანამდე დაადნე შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
ბურთში ჩაარჭვე ხის წკირი და სწრაფად ამოავლე შოკოლადში, მოაყარე კანფეტები, ჩადე ჭიქაში გასაშრობად.
ორცხობილა:
220 გ ფქვილი
¼ ჩ.კ გამაფხვიერებელი
125 გ კარაქი
100 გ შაქარი
მწიკვი მარილი
1 კვერცხის გული
ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და ოთახის ტემპერატურის კარაქი აურიე ისე, რომ მიიღო ფხვიერი, ფქვილისებური მასა. დაუმატე მსუბუქად ათქვეფილი კვერცხის გული +2 ს.კ წყალი. ცომი შეიკვრება (აქ Შეგიძლია დაუმატო რამდენიმე წვეთი საკონდიტრო საღებავი), კარგად გადაურიე და შეახვიე საკვებ პლასტიკში. დაასვენე მაცივარში მინიმუმ 20 წუთი. ცომის მომზადება 2 დღით ადრე შეგიძლია, მაცივარში კარგად ინახება.
გააცხელე ღუმელი 210 გრადუსზე. ცომი გააბრტყელე ფქვილის დახმარებით, ამოჭერი სასურველი ფორმის ორცხობილები და გამოაცხვე 12-14 წუთი.