Search
ან
ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ

ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლოა და მასში დიდი რაოდენობითაა ცილები, ვიტამინები, ამინომჟავები და მინერალური ნივთიერებები. ადამიანის ორგანიზმი მას უფრო მარტივად ითვისებს, რის გამოც შეგიძლიათ უფრო მეტი სიხშირით მიირთვათ. 

ქათმის ხორცი იყოფა ორ სახეობად: მეხორცული და კვერცხის მდებელი. მეხორცული ჯიში უფრო მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი შესაბამისად უფრო გემრიელია.

რაც შეეხება თავად ქათამს, აქვს ორი სახის ხორცი "თეთრი" და "შავი", თეთრ ხორცში უფრო მეტი სრულფასოვანი ცილაა, ვიდრე შავში და ნაკლებია ცხიმი.
ქათმის კანი - შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს და შესაბამისად ქოლესტერინს. მოხარშული თეთრი ხორცი კი უვნებელი და სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისთვის.

როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი:

უმჯობესია შეიძინოთ მეხორცეული ჯიშის ნედლი ქათამი. ახალგაზრდა ქათმებში სქესს მნიშვნელობა არ აქვს და გემოზეც არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ზრდასრული ქათმის შეძენის შემთხვევაში უმჯობესია დედალი.

 მეხორცეული ქათამი კვერცხის მდებელ ქათამზე ბევრად დიდია და გაითვალისწინეთ, რომ ფერმის ქათმები ძირითად შემთხვევაში მეხორცეული ჯიშისაა "სოფლის" ქათმები კი კვერცხის მდებელი ჯიშის. ფერმის ქათმებს 2-3 თვის ასაკში კლავენ, სოფლის ქათმებს კი ძირითადად 2-3 წლის ასაკში, შესაბამისად თავად განსაზღვრეთ რომელია უკეთესი.

ასაკიანი ქათმის კანი უხეშია, ფეხები მოყვითალო უხეში ქერცლით, ქონი მკვეთრი ყვითელი, მცირეასაკოვანი ქათმის კანი კი ღია ფერისაა, ფრთებს ქვემოთ ჩანს ძარღვები, ფეხები რბილია და დაფარულია წვრილი ყვითელი ქერცლით.

რაც შეეხება კვებას:

კარგად ნაკვებ ქათამს - მკერდის ძვალი არ უჩანს, მკერდს ცხიმი თხელი ფენით ფარავს, კანის ფერი ღია ტონებშია მუქი ფერების გარეშე.
ცუდად ნაკვებ ქათამს - კი მკერდის ძვალი გამოკვეთილი აქვს, კანს მონაცრისფრო, მოყვითალო ან მოვარდისფრო (ჯიშების სხვადასხვაობა) ფერი გადაჰკრავს.
სრულიად შესაძლებელია, რომ ასაკიან ქათამს მეტი ცხიმი ჰქონდეს, ვიდრე ახალგაზრდას, მაგრამ ჯობს ისევ ახალგაზრდა, ნაკლებ ცხიმიანი შეიძინოთ.

ახალდაკლული ფრინველის ცნობა :

ფრინველის ნისკარტი მშრალი და მკვრივია, თვალები შევსებულია, არ აქვს მომჟავო სუნი, ხორცი მკვრივია და დრეკადი. თუ ფრინველს მომწვანო შეფერილობა აქვს, ხორცზე ხელის დადებისას გრძნობთ სირბილეს და აქვს მჟავე სუნი, ესეიგი გვიან დაკლულია და მოერიდეთ მის შეძენას.

ასევე გაითვალისწინეთ, ქათმის ხორცი მაშინაა სასარგებლო თუ გაზრდილია ნატურალურ კვებაზე და არა ვიტამინებზე ან ანტიბიოტიკებსა და ჰორმონალურ პრეპარატებზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ეტიკეტირება ხდება და შეფუთულ პროდუქტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ საჭირო ინფორმაცია, ხოლო თუ შეუფუთავია და ეტიკეტიც არ აქვს მაშინ გასაყიდი ობიექტის წარმომადგენელს მოსთხოვეთ შესაბამისი საბუთი.

თუ მაინც და მაინც მოგიწიათ ასეთი ქათმის შეძენა ან მისი სხვა ნაწილების, მოხარშვის დროს პირველი წყლის დასხმა 2-3 წუთში გადაუწურეთ რათა ყველა არასასურველი ნივთიერება თან გაყვეს.

და ბოლოს შენახვის პირობები : ახალდაკლული ქათამი მაქსიმუმ 72 საათი ინახება მაცივარში +4-5 გრადუსებზე. გამოუშიგნავი ფრინველი კი ძალიან მალე ფუჭდება ამიტომ სჯობს ასეთ დროს მალევე დაამუშაოთ. გაფუჭებას შეატყობთ მაშინ როცა მისი კანი წებოვანი გახდება და ფრთებს ქვემოთ ფერს შეიცვლის ღია ნაცრისფრად.

 

ჩვენი მოწვეული შეფის #საბასრჩევები

თეგები