Search
Or
ზამთრის ხილი, რომელიც ძალიან სასარგებლოა

ერთი შეხედვით ზამთარი არც ისე უხვად გვაწვდის ხილსა თუ ბოსტნეულს და ძირითადად გაციებასთან ასოცირდება. თუმცა ზამთარშიც შეგვიძლია სასარგებლო ხილის მოძებნა, რომ ჩვენს იმუნიტეტსა და ორგანიზმს ვიტამინები არ მოვაკლოთ.

 

მაშ ასე:

 

გრეიფრუტი - ციტრუსების უგვირგვინო დედოფალი და C ვიტამინის საბადო. გრეიფრუტს ბევრ კარგ თვისებას მიაწერენ და ზოგიერთი მათგანი გაზვიადებულიცაა, თუმცა რაც ნამდვილად და დადასტურებულად შეუძლია ეს გაციების ხანგრძლივობის შემცირებაა. ის ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის დაწევას. ნახევარი გრეიფრუტიც კი (მხოლოდ 52 კალორია) ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

 

ბროწეული - ბროწეული ის შემთხვევაა, როცა შედეგი იმ შრომად ღირს, რასაც მის გაფრცქვნა-გასუფთავებაში ვწევთ. ბროწეული შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან, როგორიცაა, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ართრიტი, ალცჰაიმერი და ზოგიერთი ტიპის სიმსივნე.

 

კივი - კივი ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე ერთი შეხედვით გვეჩვენება - ის შეიცავს ფორთოხალზე მეტ C ვიტამინს და ბანანზე მეტ კალიუმს. მომცრო ზომის მიუხედავად ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისა და იმუნიტეტისთვის.

 

ბანანი - ბანანი ყველაზე კარგი საშუალებაა კალიუმის მისაღებად. ასევე შეიცავს ძალიან ბევრ B6 და C ვიტამინსა და რკინას. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ბანანით საჭირო ნივთიერებების მიღება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა თქვენი ორგანიზმი ყველაზე მეტად საჭიროებს იმუნიტეტის გაძლიერებას.

 

ანანასი - თუ ციტრუსების მომჟავო გემო არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ ისინი ანანასით ჩაანაცვლოთ, რადგან ისიც ძალიან ბევრ C ვიტამინს შეიცავს. ამასთანავე ანანასს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები  და ალერგიულ რინიტსა და სხვა სეზონურ ანთებებს ერძვის, ბოჭკოებში შემავალი მანგანუმი კი აძლიერებს ძვლებს. 

 

ფორთოხალი -  ერთი დიდი ფორთოხალიც კი ადამიანისთვის საჭირო დღიური ნორმაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს. ფორთოხალი აპრიალებს კანს და უფრო ხავერდოვანს და ნაზს ხდის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ზამთრის სუსხიან ამინდებში კანის დასაცავად და გასაჯანსაღებლად.

Expret Advices