Search
ან
მაცივრის 5 აუცილებელი ბინადარი

მაცივარი ჰგავს ტანსაცმლის კარადას - თუ გაქვს, მასში რამე უნდა იდოს და განსაკუთრებით, ყველაზე აუცილებელი პროდუქტები.
ბევრ საჭმელ პროდუქტს მაცივარში შენახვა არ სჭირდება, მაგალითად ბურღულეულს, სტაფილოს, ხახვს, კარტოფილს, სუნელებს, კონსერვებს და ა.შ.
თუმცა არსებობს პროდუქტების სია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მაცივარში. რა თქმა უნდა, სია ძალზედ ინდივიდუალურია, გემოვნების და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. Honest Cooking-ის ავტორის, ცნობილი ბლოგერის, კალე ბერგმნის თქმით "სწორად შევსებული მაცივარი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უკვე ზრდასრულია". 

1. კვერცხი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით კვერცხი არის ნომერი პირველი და აუცილებელი პროდუქტი. იგი გამოიყენება საუზმისთვის, მრავალი კერძისა და დესერტებისთვის, წარმოადგენს მნიშვნელოვანი ცილების წყაროს. საყიდლებზე წასვლისას მიზანშეწონილია ახალი კვერცხის შეძენა.


2. ხილი. ზოგიერთი ხილის შენახვა შესაძლებელია მაცივრის გარეთაც, თუმცა უმჯობესია ისინი მაცივრის ქვედა უჯრაზე შევინახოთ. ხილის არჩევანის დროს თავისუფლები ვართ, თუმცა უმჯობესია დავიცვათ "სამი ფერის პრინციპი" და ყოველთვის გვქონდეს 3 სხვადასხვა სახეობის ხილი, ვიტამინების სრული კომპლექტაციისთვის. ხილს შორის მუდმივი ხელმისაწვდომობის და შენახვის სიმარტივის კუთხით გამოირჩევა ბანანი.

3. ბოსტნეული და მწვანილეული. ეს ის ინგრედიენტებია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა კერძის მომზადების დროს. მიანიჭეთ უპირატესობა სეზონურ ბოსტნეულს და მწვანილს იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი. 

4. ყველი წარმოადგენს სწრაფი წახემსების ერთ-ერთ ძირითად ინგრიდიენტს. 

5. სხვა თქვენთვის აუცილებელი პროდუქტი, როგორიც არის - ბეკონი, ძეხვი, ქათმის ხორცი, რძე და ა.შ. ეს ინგრედიენტი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ როგორ კვებას ანიჭებთ უპირატესობას თქვენ და თქვენი ოჯახი. 

თეგები

ექსპერტის რჩევები