შუა ზაფხულის დროს იქმნება განსაკუთრებული განწყობა და ჩნდება ქალაქგარეთ გასვლის სურვილი. თუ თქვენ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებთ დასვენებას და შვებულებაში წასვლას, გთავაზობთ გამოიყენოთ თბილი ამინდები პიკნიკისთვის.
იმისთვის, რომ პიკნიკმა მაქსიმალურად სასიამოვნოდ ჩაიაროს, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა და რეკომენდაცია, რომლებიც თქვენთვის მოვამზადეთ.
1. შეარჩიეთ იდეალური პიკნიკისთვის შესაფერისი ლოკაცია, დრო და მეგობრების გარემოცვა. ასეთი სასიამოვნო ტრადიციის აღორძინებისას თქვენ არჩევანის თავისუფლება გაქვთ, რომ პიკნიკის გასამართად სხვადასხვა ადგილი, სეზონი და კამპანია შეარჩიოთ: შემოდგომის დარიან დღეს, დატკბეთ დასვენებით პარკში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ან მცხუნვარე ზაფხულში რომანტიკული ბრიზით ზღვის სანაპიროზე თქვენს მეორე ნახევართან ერთად. ბუნებაში დასვენების რომელ ფორმატსაც არ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, აუცილებლად მოიმარაგეთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ.
2. ის რის გარეშეც პიკნიკი ძირითად მომხიბვლელობას კარგავს, ეს არის პლედი. სასურველია შეარჩიოთ მუქი ფერის პლედები, რომ შემდეგ არ იწვალოთ ლაქების ამოყვანით. უმჯობესია აირჩიოთ მჭიდრო, მაგრამ რბილი ქსოვილი, რომელიც სხეულზე შეხებისას უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. თუ დასასვენებლად წვიმის შემდეგ მიემგზავრებით, პლედის ქვეშ მუშამბა დააფინეთ - ეს დაგიცავთ ნესტისგან.
3. მწვადის შეწევის შემთხვევაში გაიყოლეთ ბარბექიუს გადასატანი ნაკრები, რომელშიც ჩვეულებრივ შედის მცირე ზომის დასაკეცი მაყალი და ყველაზე აუცილებელი ხელსაწყოები: პატარა ნიჩაბი, მაშა (საკეცე) და დიდი ჩანგალი.
4. ზაფხულში აუცილებლად დაგჭირდებათ პლაჟის ქოლგა და მწერების ნაკბენისგან დაცვის საშუალებები. მომაბეზრებელი მწერებისგან თავის დასაღწევად, რომელთაც თქვენი სადილის სურნელი იზიდავთ, დაგეხმარებათ სუფრაზე დადგმული არომატული ლამფა ლავანდის ზეთით. სეზონებს შორის კარგი იქნება ტენტის წაღება მოულოდნელი ნალექისგან თავის დასაცავად.
5. იმის მიუხედავად, რა კერძების მომზადებას აპირებთ პიკნიკისთვის, თან გაიყოლეთ სამზარეულო მოწყობილობების საკმაო რაოდენობა და შესაფერისი სერვირების ჭურჭელი, უმჯობესია კერამიკის, თუმცა შეგიძლიათ ერთჯერადი ჭურჭელის გამოიყენოთ, რომლის უკან გაყოლა არ უნდა დაგავიწყდეთ.
6. მაღალ სიცხეში პიკნიკის დროს პროდუქტების შენახვაზეც უნდა იზრუნოთ. შეიძინეთ თერმოპაკეტები ან თერმოჩანთები. ასე თქვენ გექნებათ არა მარტო ცივი გამაგრილებელი სასმელი, არამედ გარანტირებულად ახალი საჭმელიც.
7. გაიყოლეთ საკმაო ოდენობის ხელსახოცების ან ქაღალდის პირსახოცების გრაგნილის ჩადება, რადგან როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არცერთი სუფრა, განსაკუთრებით კი ბუნებაში, მოულოდნელობებისგან არ არის დაცული. კიდევ ერთი აუცილებელი პუნქტი, რომელიც თავისთავად მოიაზრება არის ტომრები ნაგვისთვის.
8. რა ფორმატშიც არ უნდა ჩაატაროთ თქვენი ღონისძიება ბუნებაში, სწორი ატმოსფეროსა და სასიამოვნო ხმოვანი ფონის შესაქმნელად აუცილებლად გაიყოლეთ რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან დინამიკი წინასწარ გამზადებული ფლეილისტებით.
9. წყალთან ახლოს პიკნიკისას სულაც არ იქნება ზედმეტი მზის სათვალე და მზისგან დამცავი საშუალებები, განსაკუთრებით თუ ეს ამბავი საბანაო სეზონზე ხდება. რაც შეეხება ანკესს, ის შეიძლება აქტუალური იყოს თევზის ჭერისთვის გამოსადეგ ადგილებში. მთავარია, მენიუს შედგენისას არ იყოთ დიდი ნადავლის დაჭერის იმედზე, კარგად დანაყრებისთვის აუცილებელია სათადარიგო საკვების არსებობა.
არ დაგავიწყდეთ, რომ პიკნიკის მიზანია მცირე ხნით ჩამოშორდეთ ქალაქის აურზაურს და დაისვენოთ. შეარჩიეთ კომფორტული ადგილი, თუნდაც ეს იყოს სპონტანური შეხვედრა აგარაკის ეზოში, გამოავლინეთ ფანტაზია და უბრალოდ დატკბით ბუნებით.