Search
ან
გაზაფხულის თაფლის თავისებურებები

წლის განმავლობაში ყველაზე პირველი თაფლი, რომელსაც ფუტკრები კრეფენ აყვავებულ ბუჩქნარებში და ტყეებში - არის მაისის თაფლი. მასში თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ სხვადასხვა არომატები - ტყის მარწყვის, ალუბლის, ვაშლის, ფრინველის ბალის, ტირიფის და სხვა მცენარეების, რომლებსაც ყვავილობა მაისში უწევთ.

მაისის თაფლის ფერი, როგორც წესი, მერყეობს ოქროსფრიდან - ყავვისფრამდე, რაც მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოიპოვეს ფუტკრებმა ნეკტარი, რომლისგანაც თაფლი გამზადდა. აღსანიშნავია, რომ მაისის თაფლი ძალიან პოპულარულია და მოთხოვნადი.

გაზაფხულის თაფლი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. სხვა სახეობის თაფლისგან განსხვავებით ის ბევრად უფრო მარტივად ათვისებადია. ეს გამოწვეულია ნატურალური ფრუქტოზის უხვი რაოდენობით, რომელსაც მაისის თაფლი შეიცავს. ფრუქტოზის ძირითადი დადებითი თვისება არის ის, რომ ის ხელს უშლის შაქრის დიაბეტის გაჩენას და განვითარებას. ამის გარდა ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის პროცესების ნორმალიზაციას.

მაისის თაფლის ხშირი გამოყენების შემდეგ ადამიანი ხდება უფრო ენერგიული და ბედნიერი, მას მკვეთრად უუმჯობესდება ხასიათი. ასევე, მაისის თაფლი ეფექტურად ებრძვის უძილობას და ნერვული სისტემის პრობლემებს. ის რეკომენდირებულია სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიც არის მხედველობის დაავადებები და ატეროსკლეროზი.

აღსანიშნავია, რომ მაისის თაფლის დადებითი და სამკურნალო თვისებები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რომელი მცენარეების ნექტარისგან არის ის დამზადებულია. მაგალითად, აკაციის ნექტარზე დამზადებული თაფლი უხდება ბავშთა კვებას, ხოლო კუნელის შემთხვევაში ის რეკომენდირებულია ჩიყვის და გულძარღვების სისტემის სამკურნალოდ.

 

თეგები

ექსპერტის რჩევები