Search
ან
მწვანე ხახვი

Зелёный лук - это листья репчатого лука.
მწვანე ხახვი - არის ჩვეულებრივი ხახვის ფოთოლი.
მას ხშირად უწოდებენ ხახვის ბუმბულს, რადგან მისი ზოგიერთი სახეობა ძალიან გავს ფრინველის ბუმბულს. მისი საკვებად ხმარება უხსოვარი დროიდან დაიწყეს, სავარაუდოდ მწყემსებმა. ძველ ეგვიპტეში მწვანე ხახვი წმინდა მცენარე იყო, ხოლო ძველ ბერძნებს სჯეროდად, რომ ის ძალას იძლეოდა და შეჯიბრის წინ მწვანე ხახვს ხელებზე იცხობდნენ. 
ხახვის სახეობიდან გამომდინარე, მისი ფოთლები შეიძლება იყოს მრგვალი, ან ბრტყელი, ასევე სხვადასხვა სიმაღლის.
მწვანე ხახვი შეიცავს ბოჭკოებს, რომელიც აუმჯობესებს მონელების სისტემას. ფიტონციდები, რომელსაც შეიცავს ხახვი ავლენენ ანტიბაქტერიულ ეფექტს, ამიტომ ხახვი არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება სეზონური გაციებების დროს. 
ბიოფლავონოიდები, რომელებსაც ხახვი შეიცავს, ასევე ატარაბენ ანტიკანცეროგენულ თვისებებს. ხახვის მწვანე ფერი მიუთითებს ქლოროფილების არსებობაზე, რომლებიც აძლიერებენ სისხლძარღვთა სისტემას. 
ხახვის შემადგენლობაში შედის С, Е და К ვიტამინები, რაც აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტისთვის, ზრდისთვის, ფრჩხილების და თმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. მწვანე ხახვი მდიდარია მინერალებით, როგორიც არის: კალციუმი, მანგანუმი, თუთე, რკინა, გოგირდი, ფტორი და ფოსფორი. ყველაზე მეტი სასარგებლო ელემენტი არის მის თეთრ ნაწილში.
ყველაზე ძვირფასი არის მწვანე ხახვის ფეხი და სიმწვანე 10 სანტიმეტრის სიგრძეზე. ხახვის დანარჩენი ნაწილი დიდად სასარგებლო თვისებებს არ ატარებს.

ხახვის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ მისი სიახლე, ის უნდა იყოს მკვრივი და არა რბილი. თუ მის შენახვას დიდი ხნით აპირებთ, ჯობს შეიძინოთ ხახვი, რომელსაც აქვს ფესვები, თქვენ მისი წყალში გაჩერებაც კი შეგიძლიათ. ხახვის სიმუქე პირველ რიგში მიუთითებს მის სიმწარეზე, ღია მწვანე ფერის ხახვი კი ნაკლებად მწარეა.

თეგები

ექსპერტის რჩევები