ზეთისხილის ნაყოფზე კაცობრიობა საუბრობს უკვე არა ერთი ათასწლეულია, ზოგიერთს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ზოგს კი არ უყვარს მისი გემო. თუმცა, მოდით ვაღიაროთ, ზეთისხილის სიყვარულის მიუხედავათ - მის ზეთს იყენებს თითქმის ყველა, რაც ნიშნავს იმას, გვიყვარს ჩვენ ზეთისხილი თუ არა, ის ჩვენ ცხოვრებაში მაინც არსებობს.
ზეთისხილის კულტივაცია შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი ცივილიზაციის პირველ მიღწევად. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, პირველი ზეთისხილი მოიყვანეს კრეტას კუნძულზე ჩ.წ. მე-3 ათასწლეულში. ძალიან დიდხანს კრეტაზე და ასურეთში ზეთისხილს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ზრდიდნენ და ხმარობნენ საკვებში. შემდეგ ფინიკიელებმა ის მთელ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე გაავრცელეს.
ზეთისხილის ხის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 500 წელს შეადგენს. ზოგიერთი ხე აღწევს 1500 წლამდე. ითვლება, რომ იერუსალიმში მდებარე ზეთისხილის მთაზე მდებარე ხეები 2000 წელზე მეტი ხნის არიან.
ერთადერთი სხვაობა მწვანე და შავ ზეთისხილ შორის არის მათი სიმწიფის ხარისხი: მწიფე ზეთისხილი შავი ფერისაა. მსოფლიო მოსავლის 90% გამოიყენება ზეითუნის ზეთის მოსამზადებლად, ხოლო მათი 98% მოყავთ ხმელთაშუაზღვის რეგიონეში. სულ ევროპაში დათვლილია 500 მილიონი ზეთისხილის ხე. სხვათაშორის მისგან მიღებული ზეთი - ერთადერთი ზეთია, რომელსაც დამატებითი დამუშავება არ სჭირდება და ეგრევე მოიხმარება საკვებად.
ახლადმოკრეფილი ზეთისხილი კი საკვებად არ ვარგა. მათ მოსამზადებლად საჭიროა ან კონსერვაცია მარილიან წყალში რამდენიმე თვით, ან ტუტეთი დამუშავება.
არსებობს ასეთი გამოთქმა: "თუ შენ შეიყვარე ზეთისხილი, ესეიგი უკვე გაიზარდე", რაც შეიძლება ჩავთვალოთ სიმართლეთ, ვინაიდან ბავშვების უმეტესობას ზეთისხილი არ უყვართ, დიდობაში კი მისი გემოს ფასს ყველანი ვხვდებით.