Search
ან
ჟოლოს მურაბა

ჟოლოს მურაბა - ტრადიციული ტკბილეული, რომელსაც იღებენ ჟოლოს შაქართან ერთად ხარშვის შედეგად, როცა შაქრის ძირითადი დანიშნულება მურავის კონსერვაციაა.

ჟოლოს მურაბას ფართოდ გამოიყენებენ სხვა დესერტების მოსამზადებლად, ან მიირთმევენ ცალკე, პურთან და ცხელ ჩაითან ერთად. მის სასიამოვნო გემოსთან ერთად, ჟოლოს მურაბას გააჩნია სიცხის დამწევი თვისებები, რაც ორგანიზმს აქტიურად უწყობს ხელს გაციებასთან და სენთან ბრძოლაში.

ჟოლოს მურაბა - მინერალებით და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია. მის შემადგენლობაში შედის უამრავი მაკრო და მიკრო ელემენტი, მათ შორის რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი. ჟოლოს მურაბა მდიდარია ვიტამინებით C, A, B1, B2, PP, E, ბეტა-კაროტინით. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინების და სხვადახვა ელემენტების შემცველობის გამო ჟოლოს მურაბა სასარგებლო პროდუქტად ითვლება, თუმცა მასში შემავალი ფიტონციდები, რომელსაც ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ, ჟოლოს მურაბას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. ფინტონციდების საშუალებით ჟოლოს მურაბა ახდენს ანტიმიკრობულ ეფექტს და წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს.

ჟოლო შეიცავს აცეტილსალიცილურ მჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ახდენს სიცხის დამწევ ეფექტს. მაღალი სიცხის დროს ჟოლო წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას სიცხის დასწევას, რადგან ის არ აღიზიანებს კუჭს და არ იწვევს გასტრიტს.

ჟოლოს მურაბა აკრძალულია ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ალერგია ჟოლოზე, რადგან მისგან დამზადებული მურაბა შეიცავს საკმაოდ ბევრ აქტიურ ნივთიერებას. მისი უზომო მირთმევა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც კი.
ალერგიის დროს ნამდვილად სჯობს მისგან თავის შეკავება, ხოლო თუ თქვენ ორგანიზმს არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს, მაშინ ჟოლოს მურაბა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ, რა თქმა უნდა, თუ მისი ზომიერად მირთმევის შემთხვევაში.

თეგები

ექსპერტის რჩევები