Search
ან
მანდარინი

მანდარინს ძალიან ლამაზი და მცირე ზომის ხე აქვს რომელიც 4 მეტრს არ აღემატება. უნიკალური არომატის მქონე ციტურისის სამშობლო ჩინეთია, ხოლო დღეს-დღეობით მრავლდება ესპანეთში, ალჟირში, საფრანგეთში, იაპონიაში, და აზიის ქვეყნებში. უყვარს ნესტიანი ჰავა, ამიტომ მისი გამრავლების არეალი, ძირითადად, სანაპირო ზოლია. 
საუკეთესო მანდარინი, რომელიც იწონის ბევრს თავისი მცირე ზომის მიუხდავად. მჟავე მანდარინი უფრო ბრტყელია, ვიდრე სხვა დანარჩენი.

საუკეთესო მანდარინის სახეობა კლემენტინის სახელით არის ცნობილი - ყველაზე ტკბილია და არომატული. კლემენტინი თავის გემოსთან ერთად, ინახება 1 თვეზე მეტი ვადით, სასურველია მანდარინის შენახვის დროს ნაყოფი არ გამოშრეს. 
შემადგენლობა გამოიყურება შემდეგნაირად: 0.6-1.1% ლიმონის მჟავა, შაქარი, ვიტამინები - А , D , К , B4, ტიამინი, ვიტამინი C, ქერქი შეიცავს 1-2% ეთერ ზეთებს და კაროტინს. მანდარინი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმს და კალციუმს. მისი ძირითადი შემადგენელი 85-87% ნაწილი წყალია.
ითვლება დიეტურ პროდუქტად, რომელსაც შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება და სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობების ხელშეწყობა. 
მანდარინის ფიტონციდური თვისებები ანტიმიკრობულ ფუნქციასაც კი ასრულებს.

მანდარინი ძალიან უხდება სალათებს, დესერტებს და საერთოდ ნებისმიერ კერძს. მისგან დამზადებული სოუსი შესანიშნავად უხდება ბოსტნეულის სალათებს, ხორცის და თევზის კერძებს.

თეგები

ექსპერტის რჩევები