სამოთხის აკრძალული ვაშლი, ნიუტონის ვაშლი, ვაშლი ტექნოლოგიების სამყაროდან, კიდევ რა გახსენდებათ ვაშლის შესახებ?
თუ გახსოვთ, როგორ მიდიოდა პინოკიო სკოლაში ვაშლის ჭამით? ინგლისში და ევროპაში ტრადიციაც კი არსებობს - მასწავლებლისთვის ვაშლის ჩუქება.
ვაშლი ნამდვილად სასარგებლო ხილია როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, არამარტო თავისი ნივთიერებების გამო, არამედ თვისებების გამოც. არამჟავე ვაშლი უზმოზე გვაძლევს საკმარისი ენერგიისათვის საჭირო კალორიებს, წმენდს ჩვენს კბილებს, სითხის მაღალი შემცველობის გამო გვიცავს დეჰიდრაციისგან და ა.შ. მასში შემავალი ვიტამინები და რკინა ამდიდრებენ ჩვენ სისხლს და აძლიერებენ იმუნიტეტს. ამიტომ არის ის ესეთი სასარგებლო ბავშვებისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საუზმეს და სადილს, ან უბრალოდ წახემსებას.
თუმცა ვაშლს და განათლებას კიდევ სხვა კავშირიც აქვთ ერთმანეთთან. დანიაში და შვედეთში 16-18 საუკუნეების განმავლობაში მასწავლებლებს ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდათ და ვინაიდან გლეხებსაც უჭირდათ, ისინი მასწავლებლებს დამატებითად ვაშლებით სავსე კალათებს სჩუქნიდნენ, ზოგჯერ კი მთლიანად საფასურის სანაცვლოდ. კეთილი მასწავლებლები ამ ვაშლს კი ბავშვებს უზოგავდნენ და ურიგებდნენ.
სკოლის დაწყება ადრეც შემოდგომას უკავშირდებოდა, ამ პერიოდში კი, მოგეხსენებათ, უხვად არის ვაშლის მოსავალი. მას მერე, მიღებულია მასწავლებლისთვის ვაშლის ჩუქება.