ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, ადამიანსაც სჭირდება ზამთრის ფაზაში წარმატებული გადასვლა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურთ, რომ ყველა გაციებას, გრიპს თუ მიკრობს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოერიოთ - დაიწყეთ საკუთარი კვების გამოსწორებით. ხალხური მეთოდებით იმუნიტეტის გაძლიერება კარგია, თუმცა, კვების რაციონის ბალანსირების გარეშე ეს იგივეა, რომ სახლი ააშენოთ საძირკველის გარეშე. ძირითადი პრინციპი გამოიყურება შემდეგნაირად: უნდა დავიცვათ პროპორციები - 15% ცილები, 20% ცხიმები და 65% ნახშირწყლები.
თუ მაინც და მაინც ფორმის დაკარგვის გეშინიათ, ვიდრე სიცივეების, მაშინ ცხოველური წარმოშობის ცილა შეცვალეთ მცენარეული წარმოშობის ცილაზე, რომელიც უხვად არის: ბარდაში, სოიოში, ლობიოში, ოსპში. თუ თქვენი ორგანიზმი ითხოვს ტკბილს, მაშინ ეცადეთ მიირთვათ ხილი, ჩირი ან თაფლი. ამგვარი კვება არამარტო დაგიცავთ ზამთრის პერიოდში, არამედ წონის კლებაშიც შეგიწყობთ ხელს.
ზამთარში დღე კლებულობს და ორგანიზმი ბუნებრივად აღიქვამს ამას - თვალები უფრო ღიზიანდება არაბუნებრივ სინათლეზე, უფრო მეტად გვეძინება და გვსიამოვნებს სითბო და სიწყნარე. ამიტომ გაინებივრეთ თავი ხშირად, მოიაფარეთ პლედი, დალიეთ ცხელი ჩაი ან შოკოლადი, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები და დატკბით სიმშვიდით. არ დაგავიწყდეთ მხიარულ, სამეგობრო წრესთან შეხვედრა და საერთო ზაფხულის დაგეგმვა.