Search
ან
ფეიხოას კომპოტი

სიახლე არ არის, რომ დასავლეთ საქართველოში უხვად მოდის ტროპიკული ხილი და მათ შორის არის ფეიხოაც. იოდის და C ვიტამინის უდიდესი წყაროს მქონე ხილი, წარმოშობით ბრაზილიიდან, პირველად პორტუგალიელი მეცნიერის, ჟოან და სილვა ფეიხოს მიერ იქნა აღმოჩენილი და ზუსტად მის საპატივისცემულოდ დაერქვა სახელიც - ფეიხოა. 

იოდის მაღალი შემცველობის და ეთერზეთების სიუხვის გამო ფეიხოა განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის პერიოდში, შემდგომა და ნოემბერი კი ზუსტად ის დროა, როდესაც შეგვიძლია მოვიმარაგოთ ეს უგემრიელესი ხილი და დავამზადოთ მისგან კომპოტი.

კომპოტის დამზადება ძალზედ მარტივია, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი პროპორციები:
500 გრ. ფეიხოა 200 (150) გრ. შაქარი და 2 ლიტრი წყალი. თავდაპირველად უნდა დამზადდეს შაქრის სიროფი, რომელიც ცხელ მდგომარეობაში ზემოდან უნდა დაესხას გარეცხილ და ყუნწებისგან გასუფთავებულ ფეიხოას. კომპოტი იხუფება სტერილიზირებულ ქილებში და ინახება ზამთრამდე. 
არ დაიზაროთ და გაუკეთეთ საკუთარ თავს და ოჯახს უგემრიელესი და ჯანსაღი საჩუქარი. 

თეგები

ექსპერტის რჩევები